საზოგადოება

რუსთავში მამაკაცი დაჭრეს

19.05.17 15:20


რუსთავში, მე-8 მიკრორაიონში, მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მას ნაცნობმა პირმა საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას ჭრილობა მუცლის არეში დანით მიაყენა.

დაჭრილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკა ,,რუსთავში“ გადაიყვანა. ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტი ცხელ კვალზე გაიხსნა, დაკავებულია ერთი პირი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის გაზრახ მძიმე დაზიანების მიყენებას გულისხმობს.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები