საზოგადოება

„უკვდავთა ბაღში” მსახიობ გივი ბერიკაშვილის ბიუსტი გაიხსნა

19.05.17 17:35


საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის „უკვდავთა ბაღში” დღეს გივი ბერიკაშვილის ბიუსტი გაიხსნა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიებას, მიწვეულ სტუმრებთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.

“ძნელია გივი ბერიკაშვილზე ისაუბრო წარსულ დროში. იგი არის ქართული კულტურის გამოჩენილი მოღვაწე და ადამიანი, რომელმაც სიყვარულის განსაკუთრებული სტანდარტი დაამკვიდრა. გივი ბერიკაშვილმა შექმნა დაუვიწყარი სახეები კინოსა და თეატრში. მისი გმირების სიტყვებით ჩვენ ყოველთვის ვისაუბრებთ. ეს ფრაზები ჩვენს გონებაში არის ჩაბეჭდილი და ძალიან დიდხანს იცოცხლებს”, – განაცხადა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.

გივი ბერიკაშვილის სკულპტურული პორტრეტი მოქანდაკე თემურ ჭყონიამ შექმნა.

ქანდაკება, თბილისის მერიის ხელშეწყობით, ბრინჯაოში გოგი ჟღენტმა ჩამოასხა.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები