საზოგადოება

მეტრო საზღვრებს გარეშე: ესკალატორები შშმ პირებისთვის ადაპტირებული გახდება

19.05.17 17:55


წლის ბოლომდე თბილისის მეტროპოლიტენის ათამდე სადგური შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირებისთვის ადაპტირებული გახდება, აღნიშნულია თბილისის მერიის საქალაქო ტრანსპორტის სამსახურის განცხადებაში.

მეტროში დაგეგმილია სპეციალური კონსტრუქციების დამონტაჟება, რომელთა დახმარებით ეტლით მოსარგებლე შშმ პირები ესკალატორით ისარგებლებენ.

პროექტი ორ ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპზე რკინის კონსტრუქციები იმ სადგურებზე დამონტაჟდება, სადაც არ არის კიბეები და მგზავრს ესკალატორამდე პირდაპირ მისვლა შეუძლია.

მეორე ეტაპზე დამონტაჟდება კონსტრუქციები, რომლებიც ეტლში მსხდომ პირებს ესკალატორით ჩასვლის საშუალებას მისცემს. თუმცა, ბაქანზე მისვლისთვის შშმ პირს დახმარება დასჭირდება. რკინის კონსტრუქციებს მეტროს ყველა სადგურზე ეტაპობრივად დაამონტაჟებენ. პირველ რიგში დაგეგმილია ვაგზლის მოედნის, თავისუფლების მოედნისა და რუსთაველის მეტროსადგურები ადაპტაცია. ამჟამად თბილისის მეტროპოლიტენში ორ ხაზზე განთავსებული 22 სადგურია.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები