საზოგადოება
19.05.17 18:05
სამუშაო ადგილების უსაფრთხოების შემოწმება საქართველოს ორ უმსხვილეს საწარმოში — ტყიბულის ქვანახშირის მაღაროსა და ჭიათურის მანგანუმის შახტში მიმდინარეობს.
შემოწმება მინდელის სახელობის ტყიბულის შატხში მომხდარი ავარიის შემდეგ გადაწყდა, როდესაც ოთხი ადამიანი დაიღუპა. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პროფკავშირების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ შახტში შრომის უსაფრთხოების პირობები დაცული არ არის. შრომის პირობებს ეცნობა ასევე კომისია, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების მიერ ერთობლივად შეიქმნა. მონიტორინგის ჯგუფში შედიან ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსა და ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლები.
"აღნიშნული ადგილები ორმაგ შემოწმებას გაივლის: ჩაუტარდებათ როგორც ტექნიკური ინსპექტირება, ასევე ზედამხედველობა გაეწევა შრომის პირობებს და შეფასდება, რამდენად შეესაბამება ისინი კანონმდებლობით დადგენილ შრომისა და უსაფრთხოების მოთხოვნებს", — აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს პრეს-სამსახურის განცხადებაში.
რა დრო დასჭირდება შემოწმებას, ჯერჯერობით უცნობია. შემოწმების შემდეგ მონიტორინგის ჯგუფი გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიშს წარმოადგენს. საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი მონაცემებით, 2007-2016 წლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით საწარმოო ტრავმების შედეგად დაიღუპა 416 ადამიანი, ხოლო 716-მა სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო. მხოლოდ 2016 წელს 58 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა — 84. 2015 წელს დაიღუპა 42 და დაშავდა 80 ადამიანი. რაც შეეხება მიმდინარე წელს, დაიღუპა 8 ადამიანი, ხოლო სხეულის დაზიანებები მიიღო 10-მა. უბედური შემთხვევების უმეტესობა ხდება სამშენებლო ობიექტებზე, ამას მოსდევს ენერგეტიკის სფერო და სამთო მომპოვებელი დარგი.
წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/
წაკითხულია : 181
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ორი იმპერიის ბრძოლა საქართველოსთვის - ვითარება უფრო და უფრო მწვავდება
20:4004.05.24
-
12:0603.05.24
-
18:0002.05.24
-
17:2802.05.24
-
17:0002.05.24
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ტერეზა ჩერვინსკას შეხვდა
16:3602.05.24
-
ნათია თურნავამ ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
16:0402.05.24
-
15:4002.05.24
-
15:1702.05.24
-
საქსტატი - აპრილში ყველაზე მეტად 12.6 პროცენტით გაიაფდა ზეთი, ხილი კი 37.9 პროცენტით გაძვირდა
14:4502.05.24
-
14:1902.05.24
-
თეა წულუკიანმა აზერბაიჯანში, კულტურათაშორისი დიალოგის VI მსოფლიო ფორუმში მიიღო მანაწილეობა
13:5002.05.24
-
13:1802.05.24
-
12:4202.05.24
-
საქართველოს პარლამენტი - დღეს ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება
12:0902.05.24
-
11:4002.05.24
-
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები აშშ-ის კონგრესმენებს შეხვდნენ
11:1602.05.24
-
ოთარ შამუგია: ფერმერების მხარდასაჭერად 15-ზე მეტ პროექტს ვახორციელებთ
10:3502.05.24
-
სტამბოლში გამართულ აქციაზე პოლიციამ 217 დემონსტრანტი დააკავა
10:1102.05.24
-
ეჩმიაძინი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის წინააღმდეგ? მერამდენედ...
18:5501.05.24
-
თორნიკე რიჟვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს იესპერ მოლერს შეხვდა
18:0001.05.24
-
ირაკლი კობახიძე ხერტ იან კოოპმანს შეხვდა
17:4301.05.24
-
იაგო ხვიჩია - აქციაზე პოლიციელები რომ არ ყოფილიყვნენ, არაფერი მოხდებოდა
17:2501.05.24
-
17:0501.05.24
-
16:4501.05.24
-
არჩილ თალაკვაძე - პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი გეგმის ნაწილია სიტუაციის გაუარესება
16:1401.05.24
-
გიორგი ჩაკვეტაძე - არ დავუშვებთ, რომ ქვეყანაში მოხდეს არეულობა, არ დავუშვებთ, პროვოკაციები მოაწყონ
15:4201.05.24
-
15:2101.05.24
-
კახა კალაძე ოპოზიციას - მოდის არჩევნები, მოიგეთ და შეცვალეთ ეს კანონი, თუ არ მოგწონთ, რა პრობლემაა
15:0001.05.24
-
14:3901.05.24
-
5 და 6 მაისს დედაქალაქში მეტრო და ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმოძრავებენ
14:0901.05.24
-
13:4101.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას - ევროპა არის კანონმორჩილება, დაემორჩილეთ კანონს!
13:2601.05.24
-
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
13:0001.05.24
-
პარლამენტის პლენარულ სხდომა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე განახლდა
12:3501.05.24
-
გერმანიის ელჩი - ძალადობა უნდა შეწყდეს, ეს გამოსავალი არასდროს არის
12:1201.05.24