პოლიტიკა

მიხეილ ჯანელიძე - ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიის საქართველოში გამართვა ჩვეულებრივი მოვლენა არ არის, ეს ნამდვილად დიდი მოვლენაა

25.05.17 20:25


ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის საქართველოში გამართვა არ არის ჩვეულებრივი მოვლენა, ეს არის ნამდვილად დიდი მოვლენა, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, პირველ რიგში, ეს არის გამოხატულება საქართველოს ნატო-სთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობის.

"ეს არის აღიარება ჩვენი წარმატებული ინტეგრაციის პროცესის ნატო-ში, ეს არის პოლიტიკური მხარდამჭერის გამოხატულება საქართველოსადმი და ეს არის შესაძლებლობა, რომ ყველა იმ პირს, პოლიტიკოსს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას ნატო-ს საკითხებთან მიმართებაში, ადგილზე გავაცნოთ საქართველოს შესაძლებლობები, ის დემოკრატიული რეფორმები, რომელიც უმნიშვნელოვანესია ჩვენი ინტეგრაციის გზაზე. ჩვენ ვისაუბრებთ იმ გამოწვევებზე, რომელიც საქართველოს აქვს ოკუპაციის სახით. ვისაუბრებთ ჩვენს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე, რომ ვიყოთ ევროატლანტიკური ოჯახის სრულფასოვანი წევრი და კონტრიბუტორი, როგორც უსაფრთხოების, სტაბილურობის, ასევე ეკონომიკური განვითარების" ,- აღნიშნა ჯანელიძემ.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები