პოლიტიკა

დემირელის კოლეჯის მენეჯერი ორმხრივი და საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში დააპატიმრეს - თურქეთის ელჩი

26.05.17 14:35


საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ლეჩი ზექი ლევენთ გუმრუქჩუ პირველ კომენტარს აკეთებს დემირელის კოლეჯის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუკის დაკავებასთან დაკავშირებით.

როგორც ელჩმა "მოამბესთან" საუბრაში აღნიშნა, დემირელის კოლეჯის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუკი დააპატიმრეს ორმხრივი და საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, თურქეთის მთავრობამ მისი დაკავება და ექსტრადირება მოითხოვა.

"ეს არის დამოუკიდებელი სასამართლოს გადაწყვეტილება. ის ადამიანი დააპატიმრეს ჩვენი ორმხრივი, ასევე საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში. თურქეთის მთავრობამ მისი დაკავება და ექსტრადირება მოითხოვა და ეს მოთხოვნა სწორედ თურქეთის სასამართლოს გადაწყვეტილებას ემყარება. ასე რომ, როგორც დიპლომატი, მე ვერაფერს ვიტყვი, რადგან ეს დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა", - განაცხადა თურქეთის ელჩმა "მოამბესთან" საუბრისას.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დემირელის კოლეჯის მენეჯერს აბდულა ემრე ჩაბუქს სამთვიანი წინასაექსტრადაციო პატიმრობა შეუფარდა.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები