პოლიტიკა

„26 წელია აშშ ამაყად მოიხსენიებს საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად“ - იან კელი

26.05.17 15:10


საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის 26 წლის იუბილეს ულოცავს.

„დღეს მინდა, ქართველ ხალხს მივულოცო დამოუკიდებლობის 26 წლის იუბილე და ის განსაკუთრებული პროგრესი, რომელსაც ქვეყანამ ამ პერიოდში მიაღწია. უკვე 26 წელია, ამერიკის შეერთებული შტატები ამაყად მოიხსენიებს საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად. ჩვენ გვერდში ვუდგავართ ერთმანეთს, როგორც მეგობრები და მოკავშირეები.

ჩვენი ურთიერთობა დამყარებულია საერთო ღირებულებებზე, რომელიც ჩვენი მდიდარი და ხანდახან არასტაბილური ისტორიით მოგვსდევს. ეს საერთო ღირებულებებია: ტოლერანტობა და თანასწორობა, მეგობრებისა და სტუმრების დაფასება და რა თქმა უნდა, საერთო სიყვარული ჩვენი ქვეყნის მიმართ. ეს ღირებულებები სამაგალითოდაა წარმოჩენილი შოთა რუსთაველის ბრწყინვალე პოემაში „ვეფხისტყაოსანი“. მიხარია, რომ ეს პოემა ინგლისურად არის თარგმნილი, მათ შორის, ამერიკელი პოეტის, ლინ კოფინის მიერ. ეს თარგმნილი პოემას ხელმისაწვდომს ხდის საერთაშორისო აუდიტორიისთვის და ქართველი ხალხის უკეთ გაცნობის შესაძლებლობას იძლევა. საქართველოს ვუსურვებ წარმატებას, მშვიდობასა და ხალხის კეთილდღეობას“ - აღნიშნავს იან კელი.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები