პოლიტიკა

მიხეილ გიორგაძე: მჯერა შედეგს მივაღწევთ, ჩვენ რუსთაველის ქვეყანა ვართ

26.05.17 15:30


“მე მჯერა, რომ შედეგს მივაღწევთ, მით უფრო, როცა ზურგს გვიმაგრებს ის ფაქტი, რომ ჩვენ რუსთაველის ქვეყნიდან ვართ“, – ამის შესახებ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ რუსთაველზე განაცხადა.

მისი თმით, საქართველოს ისტორია თავისუფლებისკენ მუდმივი სწრაფვაა და ეს ბრძოლა დასრულდება გამარჯვებით. როგორც გიორგაძემ აღნიშნა, დღეს ქვეყანა სხვა გამოწვევების წინაშეა.

„ყველას მინდა მივულოცო ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი დღე. ჩვენი ისტორია თავისუფლებისკენ მუდმივი სწრაფვა და ბრძოლაა და ეს ბრძოლა დასრულდა გამარჯვებით.

დღეს საქართველო სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყანაა, დღეს ჩვენ წინაშე სხვა გამოწვევებია, რომელიც გახლავთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება. მე მჯერა, რომ შედეგს მივაღწევთ, მით უფრო, როცა ზურგს გვიმაგრებს ის ფაქტი, რომ ჩვენ რუსთაველის ქვეყნიდან ვართ“, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები