საზოგადოება

სიყვარულის ქალაქი „გურმან ფესტი 2017"–ს უმასპინძლებს

07.06.17 20:10


ქართული პროდუქციის ყოველწლიური ფესტივალი "გურმან ფესტი 2017" სიყვარულის ქალაქში – სიღნაღში 17 ივნისს ჩატარდება, განუცხადეს „Sputnik–საქართველოს" ღონისძიების ორგანიზატორებმა.

ფესტივალის მთავარი მიზანი საქართველოში წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაცია და მისი გაყიდვის ხელშეწყობა.

ფესტივალი სიღნაღის ცენტრალურ მოედანზე 12:00–დან 19:00 საათამდე გაიმართება.

ფესტივალის სტუმრებს შეუძლიათ დააგემოვნონ და შეიძინონ ადგილობრივი წარმოების ღვინო, ლუდი, ხილი, ჩირი და სხვა პროდუქცია. სტუმრებს ასევე შეუძლიათ დაათვალიერონ და შეიძინონ სუვენირები, მოისმინონ ფოლკლორული მუსიკის კონცერტი. ფესტივალის პატარა მონაწილეებს სპეციალურად მათთვის მომზადებულ გასართობ პროგრამას შესთავაზებენ.

ღონისძიება გაიმართება სიღნაღის საიონული ადმინისტრაციის, საქართველოს ტურიზმის ასოციაციის, მოძრაობა KAR.GE–ს მხარდაჭერით. ორგანიზატორია ღონისძიებების მართვის კომპანია ArtYard Co.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები