საზოგადოება

ქართველ სპორტსმენებთან დაკავშირებით კრივის ფედერაცია განმარტებას აკეთებს

08.06.17 22:05


საქართველოს კრივის ფედერაციის პრეზიდენტი დავით წიკლაური ამერიკაში ქართველი სპორტსმენების ავთანდილ ხურციძისა და ლევან მაყაშვილის დაკავებას ვერც უარყოფს და ვერც ადასტურებს.

მისი თქმით, ხურციძესთან დაკავშირება ვერ ხერხდება.

“რაღაც ინფორმაციები ჟონავს ჩვენ საერთო სამეგობროდან. ავთანდილს ვუკავშირდები, თუმცა არ პასუხობს. შეიძლება პატარა გაუგებრობა იყოს. ვესაუბრე ასევე პროფესიული კრივის ფედერაციის ხელმძღვანელს გიორგი კანდელაკს, მათაც არანაირი ინფორმაცია არ აქვთ.

თუნდაც იყვნენ დაკავებული ვიმედოვნებ, რომ ეს გაუგებრობაა. უბრალოდ ვფიქრობ იყო გულშემატკივრების შეკრება და ამ გაუგებრობაში მოყვნენ.

ვიმედოვნებ, ყველაფერი გაირკვევა. ხურციძე უკვე სამი წელია ამერიკაშია გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადებოდა მსოფლიო ჩემპიონობის დაცვისთვის ამიტომ იყო იქ. მაყაშვილის შესახებ არ ვიცი. ვინმეს კავშირი ჰქონდა თუ არა კრიმინალთან, ბიზნესმენთან არ ვიცი.

არამგონია, მათ კავშირი და მეგობრული ურთიერთობა კრიმინალებთან ქონდეთ”, – განაცხადა დავით წიკლაურმა.

ნიუ იორკის სამხრეთით რუსულ-ქართული კრიმინალური დაჯგუფების 33 წევრი დააკავეს, მათ შორის რამდენიმე ე.წ. „კანონიერი ქურდია“. გავრცელებული ინფორმაციით, მათ შორის ორი ქართველი სპორტსმენები არიან.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები