საზოგადოება

დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის არსებითი განხილვა დღეს განახლდება

09.06.17 17:35


ე.წ. ციანიდის საქმის არსებითი განხილვა დღეს განახლდება. თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი დახურულ რეჟიმში წარიმართება, რადგან მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და სასამართლო განხილვები დახურა. ცნობილია, რომ დღევანდელ პროცესს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი დაესწრება, რომლის შუამდგომლობა პროცესების მონიტორინგის შესახებ მოსამართლემ გუშინ დააკმაყოფილა.

დღევანდელ პროცესზე მხარეები სასამართლოს წინაშე შესავალი სიტყვებით წარდგებიან, რის შემდეგაც პროკურატურა საკუთარი მტკიცებულებების გამოკვლევას და მოწმეების დაკითხვას დაიწყებს.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები