საზოგადოება

17 ივნისამდე საქართველოში დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი

14.06.17 18:35


გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში 14 - 18 ივნისს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 14 ივნისის დღის მეორე ნახევრიდან 17 ივნისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემერატურა 15-16 ივნისს დასავლეთ საქართველოს დაბლობში +20, +25, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +22, +27 გრადუსი იქნება.

17 ივნისს დღისით გამოიდარებს, 18 ივნისს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +26, +31 გრადუსამდე მოიმატებს.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები