საზოგადოება
14.06.17 20:05
16 ივნისიდან პეკინის ქუჩაზე ვაჟა-ფშაველას გამზირიდან მიროტაძის ქუჩის კუთხემდე მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით პეკინის ქუჩასა და მის მიმდებარე ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემა დროებით შეიცვლება, იუწყება მერიის პრესსამსახური.
რეაბილიტაციის პერიოდში ავტოტრანსპორტისთვის ცალმხრივი მოძრაობა დაწესდება შემდეგ საგზაო მონაკვეთებზე: პეკინის ქუჩაზე ვაჟა-ფშაველას გამზირიდან 26 მაისის მოედნის მიმართულებით; 26 მაისის მოედნიდან კოსტავასა და შარტავას ქუჩების გავლით ზურაბ ჟვანიას მოედნის მიმართულებით; კანდელაკის ქუჩაზე ზურაბ ჟვანიას მოედნიდან ნუცუბიძის ქუჩისკენ; ჭაბუკიანის ქუჩაზე სააკაძის მოედნიდან პეკინის ქუჩის მიმართულებით; ტაშკენტის ქუჩაზე ყაზბეგის გამზირიდან კანდელაკის ქუჩის მიმართულებით; იოსებიძისა და ცაგერის ქუჩებზე პეკინის გამზირიდან შარტავას ქუჩისკენ; ანა კალანდაძის (ყოფ. ბულაჩაურის) ქუჩაზე მოძრაობის მიმართულება შეიცვლება პეკინის ქუჩიდან შარტავას ქუჩის მიმართულებით;
დროებითი სქემიდან გამომდინარე, ზურაბ ჟვანიას მოედნიდან პეკინის ქუჩაზე მიმავალი ავტომანქანები შეუხვევენ ვაჟა-ფშაველას გამზირზე და პეკინის ქუჩაზე ყაზბეგის გამზირის გავლით მოხვდებიან.
კანდელაკის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას გამზირზე ჩასვლა შესაძლებელი იქნება იონა ვაკელის ქუჩის გავლით. შარტავას ქუჩიდან ჟვანიას მოედნის გავლით კანდელაკის ქუჩაზე შეხვევა შეიზღუდება. ამ შემთხვევაში, კანდელაკისა და ნუცუბიძის ქუჩებისკენ ავტომობილით გადაადგილება შესაძლებელი იქნება პეკინის ქუჩისა და ვაჟა-ფშაველას გამზირის გავლით.
პეკინიდან კოსტავას ქუჩისა და სააკაძის მოედნის მიმართულებით მოძრაობის გასაგრძელებლად 26 მაისის მოედანზე დაშვებული იქნება მარცხნივ მობრუნება. ცვლილებები საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემასაც შეეხება: გმირთა მოედნიდან პეკინის ქუჩის გავლით ბახტრიონის, მიცკევიჩის, კანდელაკის ქუჩებისა და ვაჟა-ფშაველას გამზირის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი შემდეგი სქემით იმოძრავებს: გმირთა მოედნიდან კოსტავას ქუჩის, სააკაძის მოედნისა და შარტავას ქუჩის გავლით შესაძლებელი იქნება ჟვანიას მოედანზე მოხვედრა, საიდანაც პეკინის ქუჩიდან შეუხვევს ვაჟა-ფშაველას გამზირზე. ხოლო ბახტრიონის ქუჩის მიმართულებით გადაადგილებისას, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვაჟა-ფშაველას გამზირიდან მოძრაობას გააგრძელებს ბექას ქუჩის, ყაზბეგის გამზირისა და პეკინის ქუჩის გავლით. გაგარინის ქუჩიდან გმირთა მოედნისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი პეკინის ქუჩიდან შეუხვევს ვაჟა-ფშაველას გამზირზე და ბექას ქუჩისა და ყაზბეგის გამზირის გავლით მოხვდება პეკინისა და კოსტავას ქუჩებზე, საიდანაც გააგრძელებს მოძრაობას დადგენილი სქემით გააგრძელებს. ვახუშტის ხიდიდან საბურთალოსა და გმირთა მოედნისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვახუშტი ბაგრატიონის ხიდიდან ავა სააკაძის მოედანზე, მარჯვნივ მოხვევით გაივლის შარტავას ქუჩას, მობრუნდება ჟვანიას მოედანზე და პეკინის ქუჩიდან შეუხვევს ვაჟა-ფშაველას გამზირზე. ყაზბეგის გამზირიდან პეკინისა და გაგარინის ქუჩებისკენ საზოგადოებრივი ავტოტრანსპორტი გაივლის ჯერ პეკინის ქუჩას, შემდეგ ანა კალანდაძის ქუჩიდან გაუხვევს შარტავას ქუჩაზე და გაგარინის ქუჩის გავლის შემდეგ მოძრაობას გააგრძელებს დადგენილი სქემით; ყაზბეგის გამზირიდან ვახუშტის ხიდისკენ საზოგადოებრივი ავტოტრანსპორტი ყაზბეგის გამზირიდან გაუხვევს პეკინის ქუჩაზე, 26 მაისის მოედანზე მობრუნდება მარცხნივ და კოსტავას ქუჩისა და სააკაძის მოედნის გავლის შემდგომ მოძრაობას ვახუშტის ხიდისკენ გააგრძელებს. დედაქალაქის მერიაში აღნიშნეს, რომ პერკინის ქუჩის რეაბილიტაცია 60 წლის განმავლობაში არ მომხდარა.
წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/
წაკითხულია : 172
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
12:0603.05.24
-
18:0002.05.24
-
17:2802.05.24
-
17:0002.05.24
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ტერეზა ჩერვინსკას შეხვდა
16:3602.05.24
-
ნათია თურნავამ ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
16:0402.05.24
-
15:4002.05.24
-
15:1702.05.24
-
საქსტატი - აპრილში ყველაზე მეტად 12.6 პროცენტით გაიაფდა ზეთი, ხილი კი 37.9 პროცენტით გაძვირდა
14:4502.05.24
-
14:1902.05.24
-
თეა წულუკიანმა აზერბაიჯანში, კულტურათაშორისი დიალოგის VI მსოფლიო ფორუმში მიიღო მანაწილეობა
13:5002.05.24
-
13:1802.05.24
-
12:4202.05.24
-
საქართველოს პარლამენტი - დღეს ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება
12:0902.05.24
-
11:4002.05.24
-
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები აშშ-ის კონგრესმენებს შეხვდნენ
11:1602.05.24
-
ოთარ შამუგია: ფერმერების მხარდასაჭერად 15-ზე მეტ პროექტს ვახორციელებთ
10:3502.05.24
-
სტამბოლში გამართულ აქციაზე პოლიციამ 217 დემონსტრანტი დააკავა
10:1102.05.24
-
ეჩმიაძინი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის წინააღმდეგ? მერამდენედ...
18:5501.05.24
-
თორნიკე რიჟვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს იესპერ მოლერს შეხვდა
18:0001.05.24
-
ირაკლი კობახიძე ხერტ იან კოოპმანს შეხვდა
17:4301.05.24
-
იაგო ხვიჩია - აქციაზე პოლიციელები რომ არ ყოფილიყვნენ, არაფერი მოხდებოდა
17:2501.05.24
-
17:0501.05.24
-
16:4501.05.24
-
არჩილ თალაკვაძე - პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი გეგმის ნაწილია სიტუაციის გაუარესება
16:1401.05.24
-
გიორგი ჩაკვეტაძე - არ დავუშვებთ, რომ ქვეყანაში მოხდეს არეულობა, არ დავუშვებთ, პროვოკაციები მოაწყონ
15:4201.05.24
-
15:2101.05.24
-
კახა კალაძე ოპოზიციას - მოდის არჩევნები, მოიგეთ და შეცვალეთ ეს კანონი, თუ არ მოგწონთ, რა პრობლემაა
15:0001.05.24
-
14:3901.05.24
-
5 და 6 მაისს დედაქალაქში მეტრო და ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმოძრავებენ
14:0901.05.24
-
13:4101.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას - ევროპა არის კანონმორჩილება, დაემორჩილეთ კანონს!
13:2601.05.24
-
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
13:0001.05.24
-
პარლამენტის პლენარულ სხდომა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე განახლდა
12:3501.05.24
-
გერმანიის ელჩი - ძალადობა უნდა შეწყდეს, ეს გამოსავალი არასდროს არის
12:1201.05.24
-
კახა კალაძე - ყოველთვის დავდგებით მოწოდების სიმაღლეზე
11:5001.05.24