საზოგადოება

იუსტიციის სახლში უსინათლო პირებისთვის სპეციალური სივრცე გაიხსნა

14.06.17 20:20


იუსტიციის სამინისტრო შშმ პირებისთვის საკუთარ სივრცეს და მომსახურებას უფრო ხელმისაწვდომს ხდის. იუსტიციის სახლში უსინათლო პირებისთვის სპეციალური სივრცე გაიხსნა.

"წელს იუსტიციის სამინისტრო შშმ პირებს დღეს უფრო ღირსეულად ხვდება ვიდრე ოდესმე.

იუსტიციის სახლი საბოლოოდ გახდა მორგებული უსინათლოებისა და მცირემხედველების მქონე პირებისთვის. სამი წლის წინ დავიწყეთ ამ მიზნისკენ სიარული, როცა იუსტიციის სახლის წინ ავაშენეთ პირველი პანდუსი. დღეს გაკეთდა ბილიკები და უსინათლო პირებისთვის განთავსდა ბრაილის შრიფტით სანავიგაციო რუკა", - განაცხადა თეა წულუკიანმა.


წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები