საზოგადოება

დავით როსტომაშვილს თავს ორი პირი დაესხა – ერთ-ერთ მათგანს სამართალდამცველები ეძებენ

15.06.17 13:40


დავით როსტომაშვილს ყაჩაღობის მიზნით თავს ორი პირი დაესხა. როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, სამართალდამცავებმა ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს, ხოლო მეორე იდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ორი საათის წინ, თბილისში, ყოფილ „5 დეკემბრის“ ქუჩაზე, მსახიობ დავით როსტომაშვილს უცნობი პირი თავს დაესხა, რომელსაც სახეზე ნიღაბი ეკეთა და ბეისბოლის ჯოხით იყო აღჭურვილი.

თავდასხმის შედეგად, მსახიობმა თავის არეში ღია ჭრილობა მიიღო. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ამჟამად, იგი გ. ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები