საზოგადოება

კოკისპირულმა წვიმამ დასავლეთ საქართველოს სოფლებში წყალდიდობა გამოიწვია

15.06.17 18:55


ძლიერმა წვიმამ, რომელიც ხუთშაბათს, ღამით გურიის რეგიონს დაატყდა თავს, სახლების პირველი სართულები და სავარგულები დატბორა, განაცხადა „Sputnik საქართველოსთან“ რეგიონის გუბერნატორის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის თანამშრომელმა.

ყველაზე მეტად ჩოხატაურისა და ლანჩხუთის რაიონების მცხოვრებლები დაზარალდნენ. ამ დროისათვის ზარალის დათვლა მიმდინარეობს. შემთხვევის ადგილზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ექსპერტები იმყოფებიან. „ამ დრომდე წვიმს. წვიმა გუშინ, საღამოს ცხრა საათის შემდეგ დაიწყო და მთელი ღამის განმავლობაში წვიმდა.

დეტალების შესახებ ვერაფერს გეტყვით, მიმდინარეობს ზარალის დათვლა. ძირითადად სახლების პირველი სართულები და ეზოები დაიტბორა“, — განაცხადა პრეს-სამსახურის თანამშრომელმა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სპეცტექნიკა, რომელიც სახლებიდან წყალს ქაჩავს. გარდა ამისა, ადგილობრივ მცხოვრებლებს ეზოების დასუფთავებაში ეხმარებიან.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 100


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები