საზოგადოება

საქართველოს მაღალმთიანეთში ქვის ცვენის გამო გზებზე პრობლემები შეიქმნა

15.06.17 21:25


ქვის ცვენის გამო საქართველოს ავტომაგისტრალის მონაკვეთი სვანეთის მიმართულებით დაიკეტა, იუწყება „Sputnik საქართველო“ საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომელზე დაყრდნობით.

ტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის საავტომობილო გზის კმ188–კმ198 (უშგული–ლასდილი) და ქუთაისი–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზის კმ135–კმ157 (ცანა–ლასდილი) მონაკვეთებზე. „ამ დროისათვის აღნიშნულ მონაკვეთებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც გზა გადაკეტილია. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ სამუშაოები დღის განმავლობაში დასრულდება და მოძრაობა აღდგება“, — განაცხადა სააგენტოს თანამშრომელმა. გზის სხვა მონაკვეთებზე ტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები