საზოგადოება

საჩუქარი ჩინეთიდან: საბაჟო ტექნიკას რუსეთთან საზღვარზე დაამონტაჟებენ

16.06.17 15:45


ჩინეთის მთავრობამ ქართულ მხარეს საჩუქრად გადასცა კომბინირებული კონტეინერის/სატრანსპორტო საშუალების მობილური შემოწმების სისტემა.

2015 წელს ჩინეთის მთავრობამ საქართველოს მთავრობას გამოუყო უსასყიდლო დახმარება 26 მილიონი ჩინური იუანის (დაახლოებით 4 მილიონი აშშ დოლარი) ოდენობით ახალი დანადგარის შესაძენად. ჩინეთის დახმარებით, შეძენილი ტექნიკის დამონტაჟება „ყაზბეგის“ საბაჟო-გამშვებ პუნქტში 2017 წლის მაისში დასრულდა, ნათქვამია საქართველოს ფინანსთასამინისტროს განცხადებაში.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მიერ საქართველოსთვის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში 2005 წლიდან დღემდე გრანტების სახით უკვე გამოყოფილია 356 მლნ იუანი (დაახლოებით 54 მლნ აშშ დოლარი).

გარდა ამისა, ჩინეთმა საქართველოს 30 მლნ იუანის (შეთანხმების ხელმოწერისთვის დაახლოებით 5.2 მლნ აშშ დოლარი) ოდენობის 20 წლიანი უპროცენტო სასაქონლო კრედიტი 10 წლიანი შეღავათიანი პერიოდით გამოუყო. აღნიშნული საშუალებებით ფინანსდება საქართველოსთვის პრიორიტეტული ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის პროექტები, რომელთა შერჩევა ხორციელდება მხარეებს შორის კონსულტაციების საფუძველზე.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები