საზოგადოება
16.06.17 15:55
სამეგრელოში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით საგანგებო შტაბები და ზარალის დამთვლელი კომისიები შეიქმნა.
როგორც "ნიუპოსტს" სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციიდან აცნობეს, სტიქიამ განსაკუთრებით წალენჯიხის მუნიციპალიტეტი დააზარალა. უხვი ნალექის შედეგად, სოფელ ლიაში რამდენიმე ადგილობრივის საცხოვრებელი სახლის პირველი სართული და საკარმიდამო ნაკვეთები დაიტბორა.
"ადიდებულმა ღელეებმა სოფელ პალურში, საჩინოსა და ჯვარში შიდა გზები ჩამორეცხეს.
სოფელ ნაკიფუში კი, საკარმიდამო ნაკვეთები და სავარგულებია დატბორილი. საჩინოში საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ მეწყერი ჩამოწვა, ხოლო ქალღალში მეწყერმა სოფლის შიდა გზა დააზიანა.
ხობის მუნიციპალიტეტში მდინარე ხობის ადიდების შედეგად, მრავალსართულიანი სახლების ეზოები და სავარგულები დაიტბორა.
სტიქიამ მარტვილის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დააზარალა. კერძოდ, სოფელ ნაგვაზაოში ადგილობრივების საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და საკარმიდმაო ნაკვეთები დაიტბორა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ, მდინარე ენგურის ადიდება გამოიწვია. ტყაიას ადმინისტრაციულ ერთეულში მდინარე ენგურმა რამდენიმე მოსახლის საკარმიდამო ნაკვეთი დატბორა.
პრობლემურ მუნიციპალიტეტებში დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურა, ხიდბოგირები და გაბიონები.
სტიქიის კერებში წუხელ მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო სამაშველო ჯგუფები და პოლიცია. არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობოდნენ მუნიციპალიტეტების გამგებლები და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციასა და გამგეობებში შექმნილია საგანგებო შტაბები. მუშაობს ზარალის დამთველი სპეციალური კომისია.
წუხანდელთან შედარებით, წყლის დონემ მდინარეებზე იკლო, ამ დროისთვის სამეგრელოში აღარ წვიმს”, - აღნიშნულია განცხადებაში.
წყარო : /www.newposts.ge/
წაკითხულია : 127
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ორი იმპერიის ბრძოლა საქართველოსთვის - ვითარება უფრო და უფრო მწვავდება
20:4004.05.24
-
12:0603.05.24
-
18:0002.05.24
-
17:2802.05.24
-
17:0002.05.24
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ტერეზა ჩერვინსკას შეხვდა
16:3602.05.24
-
ნათია თურნავამ ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
16:0402.05.24
-
15:4002.05.24
-
15:1702.05.24
-
საქსტატი - აპრილში ყველაზე მეტად 12.6 პროცენტით გაიაფდა ზეთი, ხილი კი 37.9 პროცენტით გაძვირდა
14:4502.05.24
-
14:1902.05.24
-
თეა წულუკიანმა აზერბაიჯანში, კულტურათაშორისი დიალოგის VI მსოფლიო ფორუმში მიიღო მანაწილეობა
13:5002.05.24
-
13:1802.05.24
-
12:4202.05.24
-
საქართველოს პარლამენტი - დღეს ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება
12:0902.05.24
-
11:4002.05.24
-
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები აშშ-ის კონგრესმენებს შეხვდნენ
11:1602.05.24
-
ოთარ შამუგია: ფერმერების მხარდასაჭერად 15-ზე მეტ პროექტს ვახორციელებთ
10:3502.05.24
-
სტამბოლში გამართულ აქციაზე პოლიციამ 217 დემონსტრანტი დააკავა
10:1102.05.24
-
ეჩმიაძინი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის წინააღმდეგ? მერამდენედ...
18:5501.05.24
-
თორნიკე რიჟვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს იესპერ მოლერს შეხვდა
18:0001.05.24
-
ირაკლი კობახიძე ხერტ იან კოოპმანს შეხვდა
17:4301.05.24
-
იაგო ხვიჩია - აქციაზე პოლიციელები რომ არ ყოფილიყვნენ, არაფერი მოხდებოდა
17:2501.05.24
-
17:0501.05.24
-
16:4501.05.24
-
არჩილ თალაკვაძე - პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი გეგმის ნაწილია სიტუაციის გაუარესება
16:1401.05.24
-
გიორგი ჩაკვეტაძე - არ დავუშვებთ, რომ ქვეყანაში მოხდეს არეულობა, არ დავუშვებთ, პროვოკაციები მოაწყონ
15:4201.05.24
-
15:2101.05.24
-
კახა კალაძე ოპოზიციას - მოდის არჩევნები, მოიგეთ და შეცვალეთ ეს კანონი, თუ არ მოგწონთ, რა პრობლემაა
15:0001.05.24
-
14:3901.05.24
-
5 და 6 მაისს დედაქალაქში მეტრო და ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმოძრავებენ
14:0901.05.24
-
13:4101.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას - ევროპა არის კანონმორჩილება, დაემორჩილეთ კანონს!
13:2601.05.24
-
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
13:0001.05.24
-
პარლამენტის პლენარულ სხდომა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე განახლდა
12:3501.05.24
-
გერმანიის ელჩი - ძალადობა უნდა შეწყდეს, ეს გამოსავალი არასდროს არის
12:1201.05.24