საზოგადოება

ყველაზე ინოვაციური ქვეყნების რეიტინგში საქართველომ 68-ე ადგილი დაიკავა

16.06.17 20:10


ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) და რამდენიმე კვლევითი პარტნიორი ცენტრის ვერსიით, ინოვაციური განვითარების დონის მიხედვით საქართველომ 68-ე ადგილი დაიკავა.

2017 წელს ჩატარებული კვლევის მთავარი თემაა — ინოვაციები სოფლის მეურნეობასა და სურსათის წარმოებაში. მოხსენებაში „გლობალური ინოვაციური ინდექსი" გათვალისწინებულია ისეთი ინდიკატორები, როგორებიცაა ინსტიტუტების, განათლების, ინფრასტრუქტურის და ბიზნესისათვის პირობების განვითარება. რეიტინგში შვეიცარია ლიდერობს. საუკეთესოთა ხუთეულში აგრეთვე შედის შვედეთი, ჰოლანდია, აშშ და დიდი ბრიტანეთი. საქართველოს მეზობელ ქვეყნებში საუკეთესო მაჩვენებლები აქვს თურქეთს, რომელმაც 43-ე პოზიცია დაიკავა. შემდეგ მოდის რუსეთი (45), სომხეთი (59), აზერბაიჯანი (82). ინოვაციურ ინდექსში ყველაზე ცუდი მაჩვენებლები აჩვენეს ნიგერიამ (125), ზამბიამ (124), ტოგომ (125) და იემენმა (127). ინდექსის გამოსათვლელად მონაცემებს ავტორები 30 სახელმწიფო და კერძო წყაროდან მოიპოვებენ.

მოხსენება მომზადებულია კორნელის უნივერსიტეტის, ბიზნესის სკოლა INSEAD-ის და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) მიერ.

ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია (WIPO) წარმოადგენს გლობალურ ფორუმს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში პოლიტიკის, მომსახურების, ინფორმაციისა და თანამშრომლობის პროპაგანდისთვის. WIPO წარმოადგენს გაეროს სპეციალიზებულ დაწესებულებას და 189 წევრ სახელმწიფოს ეხმარება ინტელექტუალური საკუთრების კუთხით დაბალანსებული საერთაშორისო ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზის შემუშავებაში საზოგადოების ცვალებადი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. მრავალ ქვეყანაში ინტელექტუალური საკუთრების უფლებების მოსაპოვებლად და დავების მოსაგვარებლად ის ბიზნეს-მომსახურებას ეწევა, აგრეთვე ინტელექტუალური საკუთრების გამოყენებიდან მოგების მიღების მიზნით განვითარებადი ქვეყნების დასახმარებლად პოტენციალის ზრდის პროგრამებს ახორციელებს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები