საზოგადოება

საქართველოში ოქროს მედალი 1800-მა სკოლადამთავრებულმა მიიღო

17.06.17 14:50


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონაცემებით, საქართველოში ოქროს მედალზე სკოლა 1861-მა სკოლადამთავრებულმა დაამთავრა, მათგან 588 თბილისში.

საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების წარმატებულ სკოლადამთავრებულებს ოქროს მედლები განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა გადასცეს. საქართველოს სკოლებში სხვადასხვა კლასების მოსწავლეებისთვის სასწავლო წელი სხვადასხვა დროს მთავრდება. 2017 წელს პირველკლასელებმა სწავლა 20 მაისს დაასრულეს, ხოლო II — XII კლასის მოსწავლეებმა — 15 ივნისს.

წელს სკოლა 40 000-ზე მეტმა მოსწავლემ დაამთავრა. მათთვის „ბოლო ზარი“ 19 მაისს დაირეკა. ეს დღე საქართველოში, ტრადიციულად, კონცერტებით და სხვა ღონისძიებებით აღინიშნა.

სკოლადამთავრებულებმა 21 მაისს ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე გეოგრაფიის გამოცდები ჩააბარეს. უცხო ენასა და ბიოლოგიაში გამოცდები 22 მაისს ჩატარდა, ისტორიასა და ფიზიკაში — 23 მაისს, მათემატიკასა და ფიზიკაში — 24 მაისს, ხოლო ქიმიაში — 25 მაისს.

21 ივნისიდან სკოლადამთავრებულები სკოლის ატესტატებს მიიღებენ. ახლა ბევრი მათგანი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპისთვის — ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ემზადება.

გამოცდები 3 ივლისს დაიწყება და 27 ივლისამდე გაგრძელდება. იმისთვის, რომ სტუდენტი გახდეს, აბიტურიენტმა წარმატებით უნდა ჩააბაროს სამი სავალდებულო საგანი: ზოგადი უნარები, ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და კიდევ ერთი გამოცდა — შერჩევით.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები