საზოგადოება

საბურთალოს გამგეობა მოსახლეობას მოუწოდებს პეკინის ქუჩის გავლით გადაადგილებისგან თავი შეიკავოს

19.06.17 14:50


“პეკინის” ქუჩაზე დაწყებული სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების გამო, მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობის გადატვირთვას ელოდებიან.

საბურთალოს რაიონის გამგებელი, ბექა მიქაუტაძე, მოსახლეობას მოუწოდებს აღნიშნული მარშრუტით მოძრაობისგან, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, თავი შეიკავონ.

„იყო მცირე პრობლემები დასაწყისში, ეს იყო გამოწვეული მძღოლების დაბნეულობით, რომლებიც კითხვებს სვამდნენ. საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ მოხდა ძალიან სწრაფად აღნიშნული მდგომარეობის გამოსწორება. მე ყოველ ხუთ წუთში ერთხელ წრეს ვურტყამდი ამ პერიმეტრს და მინდა გითხრათ, რომ ძალიან მალე მოხდა განმუხტვა. ეს პრობლემა იყო დაბნეულობისგან გამოწვეული, რაც, იმედი მაქვს, რომ ორშაბათს აღარ იქნება და მე თხოვნა მექნება მოსახლეობის მიმართ, უკიდურესი აუცილებლობის გარდა თავი შეიკავონ აღნიშნული მარშრუტით მოძრაობისგან,“ – განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.

თბილისის მერიამ პეკინის ქუჩის მასშტაბური რეაბილიტაცია დაიწყო. სარეაბილიტაციო მონაკვეთში მოძრაობის ცალმხრივი რეჟიმი ამოქმედდა.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები