ეკონომიკა

1-ლი ივლისიდან თბილისი-ბათუმის მატარებლით მგზავრობა ძვირდება - რას აცხადებენ რკინიგზაში

28.06.17 18:30


პირველი ივლისიდან თბილისი-ბათუმის მატარებლით მგზავრობა ძვირდება. როგორც „ნიუპოსტს“საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დაჩი ცაგურიამ განუცხადა, ფასის გაზრდა, მხოლოდ ბიზნეს კლასისა და პირველი კლასის ბილეთებს ეხება.

როგორც ირკვევა, შვეიცარული კომპანია „შტადლერის“ ორსართულიანი ელექტრო მატარებლის ბიზნეს კლასის ბილეთების ფასი, რომელიც 55 ლარი ღირდა, 100 ლარი ხდება. პირველი კლასის ბილეთის შეძნა 45 ლარის ნაცვლად 60 ლარად იქნება შესაძლებელი.

“როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოში სარკინიგზო მგზავრთა გადაყვანა დოტაციურია და სუბსიდირება ხდება. დავაკორექტირეთ მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც მაღალი საფასო სეგმენტია და ითხოვს დამატებით კომფორტს. მეორე კლასზე ბილეთის ფასი უცვლელია. სადაც დამატებით კოფორტს ითხოვს მომხმარებელი, მან თავად უნდა გადაიხადოს ამ კომფორტში ფული”- განაცხადა დაჩი ცაგურიამ.

„ნიუპოსტმა“ ცაგურიას ეკონომ კლასის ბილეთების გაძვირების შესახებაც ჰკითხა. ცაგურია გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს.

მისი თქმით, ბილეთები სეზონურ ფასს უბრუნდება.

უფრო კონკრეტულად, ეკონომ კლასის ბილეთები 18 ლარის ნაცვლად, მომდევნო ორ თვეში 24 ლარი ეღირება.

„2012 წლამდე ეკონომ კლასი მუდმივად 25 ლარი ღირდა. ჩვენ 10 თვის განმავლობაში გავაკეთეთ ფასდაკლება და 24-ლარიან ბილეთს არასეზონურ პერიოდში 18 ლარად ვთავაზობდით მგზავრებს. ზაფხულში ბილეთის ღირებულება სეზონურ ფასს დაუბრუნდა”, – განმარტა დაჩი ცაგურიამ.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები