მსოფლიო

სტამბოლში გამართულ აქციაზე პოლიციამ 217 დემონსტრანტი დააკავა

02.05.24 10:11


თურქეთის პოლიციამ სტამბოლში გამართულ აქციაზე 217 დემონსტრანტი დააკავა. ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ განაცხადა.

 

იერლიკაიას თქმით, პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

 

მისივე თქმით, სტამბოლში,სადაც ყოველწლიურად შრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დემონსტრაცია იმართება, 42 000-ზე მეტი პოლიციელი გაიყვანეს.

 

აქციის მონაწილეები მზარდ ინფლაციასა და ეკონომიკურ გაჭირვებას აპროტესტებდნენ.

 

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ყოველწლიური საპროტესტო აქციის გამართვას ტაქსიმის მოედანზე არ დაუშვებენ, რაზეც ოპოზიციური რესპუბლიკური სახალხო პარტიის ლიდერმა, ოზგურ ოზელმა აღნიშნა, რომ თუ აქციის ჩატარების საშუალებას არ მისცემენ, დემოკრატი განსაცდელში აღმოჩნდება.

 

„თუ პირველი მაისი არ აღინიშნება ქვეყნის მთავარ მოედანზე, დემოკრატია განსაცდელში აღმოჩნდება. ეს ბრძოლა გაგრძელდება, ვიდრე ტაქსიმი არ იქნება თავისუფალი“, – განაცხადა ოზელმა.

 

 

1tv.ge

წაკითხულია : 388


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები