ეკონომიკა

დღეს საქართველო-ყაზახეთის ბიზნეს-ფორუმი გაიმართება

03.07.17 16:10


თბილისში დღეს საქართველო-ყაზახეთის ბიზნეს-ფორუმი გაიმართება. როგორც ”ინტერპრესნიუსს” სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან აცნობეს, ყაზახეთის ბიზნეს-დელეგაციის ვიზიტს ორგანიზებას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, სს „ყაზახ-ინვესტი“ და ყაზახეთის რესპუბლიკის ინვესტიციებისა და განვითარების სამინისტრო უწევენ.

ღონისძიებას ყაზახეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში- ერმუხამეტ ერტისბაევი გახსნის. ასევე პირველ ნაწილში გაკეთდება ყაზახური კომპანიების პრეზენტაციები, ღონისძიების მეორე ნაწილში კი ორი ქვეყნის ბიზნეს-სექტორს საშუალება ექნება სექტორების მიხედვით ბიზნესის ორმხრივი შეხვედრები გამართოს და სამომავლო თანამშრომლობის შესახებ პოტენციურ ბიზნეს-პარტნიორებთან ისაუბროს.

ყაზახურ ბიზნეს-დელეგაციაში რამდენიმე სექტორია წარმოდგენილი კერძოდ, საკვები პროდუქტები, სამშენებლო მასალები, საინჟინრო სექტორი, ფარმაცევტიკა, მეტალურგია, შეფუთვა და ქიმწმენდა.

აღსანიშნავია, რომ დელეგაციის შემადგენლობაში 20-მდე ყაზახური კომპანიაა წარმოდგენილი.

ამ დროისთვის ფორუმზე დასწრებისა და ბიზნესის ორმხრივ შეხვედრებში მონაწილეობის სურვილი 40-მდე ქართულმა კომპანიამ გამოთქვა.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები