ეკონომიკა

საქართველოში ვიზიტორების რიცხვი იზრდება

05.07.17 15:00


საქართველოს ივნისში 136 000-მდე რუსეთის მოქალაქე ეწვია, რაც გასული წლის მონაცემებზე 45%-ით მეტია, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ამგვარად, საქართველოში 2017 წლის ივნისში ჩამოსულ ვიზიტორებს შორის რუსეთის მოქალაქეებმა მეორე ადგილი დაიკავეს. პირველ ადგილზე სომხეთის მოქალაქეები არიან — ამ ქვეყნიდან 138 000-ზე მეტი მოქალაქე შემოვიდა (+28,8%). მესამე ადგილზე აზერბაიჯანია — 135 000-მდე მოქალაქე (+16,6%).


შემცირდა თურქეთის მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც საქართველოს 2017 წლის ივნისში ეწვივნენ — 99 000-ზე მეტი მოქალაქე (-6,4%).

საერთო ჯამში ივნისში საქართველოში 666 000-ზე მეტი ვიზიტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 28,5%-ით მეტია. მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველოში განხორციელდა 3 მილიონი ვიზიტი (+13,4%). წლის დასაწყისიდან საქართველოში 1,3 მილიონი ტურისტული ვიზიტი განხორციელდა (+29%).

საქართველოში ბოლო პერიოდში ტურისტული სეზონი დინამიურად ვითარდება — წლიდან წლამდე იზრდება უცხოელი ვიზიტორების რიცხვი. ყოველწლიურად იხსნება ახალი სასტუმროები, კვების ობიექტებში ტარდება ხარისხის შემოწმება, მომსახურე პერსონალის და გიდების გადამზადება.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები