ანალიტიკა

შავმა იანვარმა ბაქოში განსაზღვრა აფხაზეთის ქართველების ტრაგედია

21.01.19 18:20


29 წლის წინ, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ტრაგიკული მოვლენები მოხდა, რაც არსობრივად, პირველი იყო კატასტროფების სერიაში, რომელმაც აზერბაიჯანი და საქართველო დაასისხლიანა.

გარდა ამისა, 1990 წლის 20 იანვარი აზერბაიჯანის ისტორიაში შევიდა, როგორც დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის გმირული გვერდი, როდესაც მშვიდობიანმა ხალხმა წინააღმდეგობა გაუწია სასტიკ საბჭოთა სამხედრო მანქანას.

დამსხვრევის პირას მყოფმა იმპერიამ - სსრკ- ფსონი დადო სეპარატიზმსა და სრულიად ველურ ეთნიკურ ნაციონალიზმზე, რომლებიც "ისტორიის მიერ შეურაცყოფილ" (როგორც თვითონ სჯეროდათ) ხალხებს ეხებოდათ.

იმავდროულად, ეს იმპერია, მთელი თავისი სამხედრო ძალებით, დაიწყო უმოწყალოდ აღკვეთა იმათი, ვინც ამ ბოროტებას ებრძოდა.

გავიხსენოთ მოვლენების ქრონოლოგია, რომელმაც მიგვიყვანა 1990 წლის 20 იანვრის ტრაგედიამდე ბაქოში და შემდეგ ტრაგედიებზე.

1987-88 წწ სომეხი ნაციონალისტები სომხეთში მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის ანექსიას მოითხოვდნენ. ამავე დროს, დაიწყო საშინელი ტერორი მშვიდობიანი აზერბაიჯანის მოსახლეობის წინააღმდეგ სომხეთის სსრ-სა და მთიან ყარაბაღში. სინამდვილეში, სსრ კავშირის ხელისუფლებამ სომეხ ნაციონალისტებს მხარი დაუჭირა, ფაქტობრივად, სომეხ მებრძოლებს (რომლებიც იმავე საბჭოთა სპეცსამსახურების მიერ დაიწყო შეიარაღება) მისცეს „კარტ ბლანში“ მშვიდობიან აზერბაიჯანელთა განადგურებისთვის.

უფრო მეტიც მთიან ყარაბაღში სომხური ლობის წაქეზებით „არწახის“ სომეხი სეპარატისტების მიერ და „კგბ“-ს მიწოდებით აფხაზურ სოფელში ლიხნიში იყო ორგანიზებული „შეკრება“ ( სეპარატისტული "ყარაბახის" სომხური მიტინგების მსგავსად), სადაც ისმოდა მოწოდება აფხაზეთის საქართველოდან გასვლის შესახებ და ქართველი მოსახლეობის გაძევების თაობაზე.

1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიის მიერ მოხდა აფხაზეთის საქართველოს მშვიდობიანი მოსახლეობის სეპარატისტების წინააღმდეგ მასობრივი მშვიდობიანი პროტესტის დაშლა იმპერიული ძალების სეპარატიზმის გზით.

მომდევნო წელს, 20 იანვარს, საბჭოთა არმიამ სსრკ-ს იმავე ლიდერების წარდგენით დაიწყო მკაცრი სადამსჯელო ოპერაცია ბაქოს სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ.

1990 წლის 20 იანვარს, 00:20 საათზე, სსრკ-ს სხვა რეგიონებიდან, 20 000-ზე მეტი ადამიანი ბაქოში შევიდა იმ მიზნით, რომ "კომუნისტური პარტიის ძალაუფლება შეენარჩუნებინათ". ოპერაციამ მიიღო კოდირებული სახელწოდება „დარტყმა“.

საბჭოთა არმიის ნაწილების დიდი კონტინგენტის შეჭრა ბაქოში, შიდა ჯარებითა და სპეცდანიშნულების ძალების განსაკუთრებული სისასტიკით და უპრეცედენტო დანაშაულობებით იყო წარმოდგენილი. განხორციელდა სამოქალაქო მოსახლეობის ხოცვა, ასობით ადამიანი დაიღუპა, დაშავდა და უზგოუკვლოდ დაიკარგა.

1990 წლის 9 აპრილისა და 1990 წლის 20 იანვრის ტრაგედიებმა აჩვენეს, რომ გადაგვარებული და დეგრადირებული საბჭოთა იმპერია ქართველებსა და აზერბაიჯანელებს - ყველაზე ელემენტარულ ადამიანის უფლებას - სიცოცხლის უფლებას აძლევს. ხალხებს, რომელთა წარმომადგენლებმა მათთვის ბავრი რამ გააკეთეს!

მაგრამ ამ იმპერიას ჰყავს "რჩეულებიც". ესენი არიან სომეხი ნაციონალისტები და მათი "მოსწავლეები" საბჭოთა სპეცსამსახურების მიერ "დამუშავებული", რომელთა შორის იყვნენ აფხაზი სეპარატისტები "საუკეთესო მოსწავლეები" იყვნენ ბინძურ და სისხლიან საქმეებში.

სწორედ აფხაზი სეპარატისტები, მათ მასწავლებლებთან ერთად - სომეხ ნაციონალისტებთან - პრაქტიკულად იგივე საბჭოთა არმიის მხარდაჭერით, (რომელმაც უბრალოდ შეცვალა სამხრეულები რუსულზე) 1992-1993 წლებში აფხაზეთში მშვიდობიანი მოსახლეობის საშინელი გენოციდის ორგანიზება მოახდინა.

და რა თქმა უნდა, იგივე ჯარი სომეხი ტერორისტების მიერ ყარაბაღის აზერბაიჯანელი მოსახლეობის გენოციდში მონაწილეობდა.

1990 წლის 20 იანვრის შემდეგ ბაქოში განვითარებული მოვლენის ლოგიკის თანახმად, აფხაზეთის ქართველი მოსახლეობის გენოციდი და დევნის საფრთხე შეიქმნა. ის ჯერ კიდევ არ იყო აღიარებული მრავალი ადამიანის მხრიდან, მაგრამ მექანიზმი ჩაშვებული იყო.

კავშირის დაშლამდე რამოდენიმე თვეში ბაქოში, ეროვნულ დემოკრატიული მოძრაობის აღკვეთით, ყველაფერი გაკეთდაა იმისათვის, რომ სომეხი ტერორისტები კბილებამდე შეეიარაღებინათ და მოემზადებინათ სომეხი ტერორისტები აზერბაიჯანის ქალაქებისა და სოფლების დაპყრობისთვის. ანალოგიურად, სომხეთის ლობისთან მჭიდროდ დაკავშირებული აფხაზი სეპარატისტები ასევე შეიარაღებას ახორციელებდნენ და ემზადებოდნენ.

ის, რომ ისინი ქართველ პოლიტიკოსებთან გარკვეულ "მოლაპარაკებებს“ ატარებდნენ - არანაირ როლს არ თამაშობდა. ეს ყველაფერი მხოლოდ ქართველი ხალხის "დამშვიდებისთვის" იყო და ყურადღების გაფანტვისათვის.

აფხაზეთის ქართველ მოსახლეობას უკვე გამოუტანეს „განაჩენი“ იმათ, ვინც 1990 წელს ბაქოს მოვლენების ორგანიზება მოახდინა. იგივე არმიამ, რომელიც ხოცავდა ბაქოს მშვიდობიან მოსახლეობას, 1992-1993 წლებში იომებს ქართველებთან, რომელსაც მოუწყობს მშვიდობიანი მოსახლეობის სასტიკ ხოცვას, სადაც განსაკუთრებით „გამოირჩნენ“ სომეხი ტერორისტები ბაგრამიანის სახელობის ბატალიონიდან.

ქართველი ხალხი, აზერბაიჯანელ ხალხთან ერთად, 1989 წლის 9 აპრილისა და 1990 წლის 20 იანვრის ურთიერთდამოკიდებულ ტრაგედიებს იხსენებს და დაზარალებულებს გლოვობენ. მაგრამ ამავე დროს, ამ ტრაგედიების შედეგები ჯერ კიდევ არ არის აღმოფხვრილი.

საქართველოსაც და აზერბაიჯანს თავიანთ ტერიტორიებზე გააჩნიათ სისხლიანი ჭრილობები - სეპარატიზმი, ტერიტორიების 20% ოკუპირება, დიდი რაოდენობით დევნილები.

1989 წლის 9 აპრილისა და 1990 წლის 20 იანვრის ტრაგედიების შედეგების დაძლევაზე მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი ლაპარაკი, როდესაც უკანასკნელი ოკუპანტი დატოვებს საქართველოს და აზერბაიჯანის სუვერენულ ტერიტორიებს, დევნილები დაბრუნდებიან თავიანთ მშობლიურ სახლებში და უკანასკნელი სეპარატისტები და ტერორისტები, რომლებიც დამნაშავენი არიან მშვიდობიანი მოსახლეობის გენოციდში დასხდებიან ბრალდებულთა სკამებზე.





KavkazPlus

წაკითხულია : 577


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები