საზოგადოება

ზესტაფონის ბაზარში ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალი 2 მილიონ ლარს აჭარბებს

03.08.16 21:55


ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ე.წ. შავ ბაზარში გაჩენილი ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა დაუზუსტებელი ინფორმაციით, 2 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

როგორც ბაზრის მეპატრონე ცეზარ მაღლაკელიძე "ქუთაისპოსტან" საუბარში ამბობს, 1 700 000 ლარი მოვაჭრეების საქონლის, ხოლო 500 000 ლარი შენობა-ნაგებობის ზარალია.

ზესტაფონში ჭანტურიას ქუჩაზე მდებარე ე.წ. შავი ბაზარი შპს "საირხეს" ეკუთვნის. ორგანიზაცია 6000-მდე ჰექტარ ტერიტორიას ფლობს. ხანძარმა 1000 კ.მ-მდე ფართობზე განლაგებული სავაჭრო ობიექტები მთლიანად გაანადგურა.

ცეზარ მაღლაკელიძე ამბობს, რომ ტერიტორია 97 ინდმეწარმეს ჰქონდა იჯარით აღებული. ცეცხლის გჩენის გამო 42-მა მოვაჭრემ საქონელი სრულად , ხოლო დანარჩენმა ნაწილობრივ იზარალა.

"მხოლოდ ერთი სათხოვარი მექნება მთავრობისთვის, რომ დაზარალებულებს მიაქციონ ყურადღება. სესხები ბანკებიდან აქვთ გამოტანილი და ცოდვები არიან. არ მაქვს საუბარი ჩემს თავზე", - ამბობს ცეზარ მაღლაკელიძე.

ზესტაფონის გამგებლის ტარიელ თუთარაშვილის თქმით, მუნიციპალიტეტს ზარალის ანაზღაურება საკმარისი ფინანსების არქონის გამო არ შეუძლია და მთავრობის დახმარების იმედზე არიან.


წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები