საზოგადოება

საქართველო ტურიზმის სფეროსთვის პროფესიონალებს ამზადებს

03.08.16 22:15


თბილისში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისთვის დამსაქმებელთა ფორუმი გაიმართა.

ღონისძიება პროფესიულ კოლეჯ „იკაროსში“ გაიმართა, რომელიც ტურიზმის სფეროში შემდგომი დასაქმებისთვის კადრებს ამზადებს. შეხვედრას ესწრებოდნენ პოტენციური დამსაქმებლები, სტუდენტები, პედაგოგები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და ტურიზმის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი ჩოგოვაძე.

ჯეჯელავას განცხადებით, ეს ფორუმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ქვეყანაში ტურისტის მოზიდვა მარკეტინგის ამოცანაა, ხოლო აიძულო მას, კიდევ ერთხელ დაბრუნდეს — კარგი მომსახურების ამოცანა.

ჩოგოვაძემ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ მთავრობამ ბევრი ღონისძიება ჩაატარა, რომ ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა გაზრდილიყო.

„გაზრდილ ტურისტულ ნაკადს სჭირდება გაზრდილი რაოდენობა მომსახურე პერსონალის, დასაქმებული ადამიანების“, — აღნიშნა ჩოგოვაძემ.

პროექტი დაფინანსდა საქართველოსა და აშშ-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, რომელიც ქვეყანაში ზოგადი, უმაღლესი და პროფესიული განათლების განხორციელებას ითვალისწინებს.

ამისთვის აშშ-ის კორპორაცია „ათასწლეულის გამოწვევის“ ფონდმა საქართველოს 140 მლნ ლარი გამოუყო.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები