საზოგადოება

სუს-ი: საქართველოში კომუნისტური სიმბოლიკის გამოყენება აკრძალულია

04.08.16 15:45


საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს-ი) მოძრაობა „სოციალისტური საქართველოს“ დამფუძნებელი ვალერი კვარაცხელია რომ კომუნისტური სიმბოლიკის გამოყენების აკრძალვის შესახებ გააფრთხილა, აღნიშნულია უწყების „ფეისბუქის“ გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

გასულ კვირას, ბათუმში მოძრაობის დამფუძნებელი ყრილობა გაიმართა, სადაც განათავსეს საბჭოთა კავშირის დროშა, სტალინის პორტრეტი და გააჟღერეს საბჭოთა კავშირის ჰიმნი.

კომისიამ თხოვნით მიმართა შსს-ს, მიიღოს ზომები ტოტალიტარული კომუნიზმის იდეოლოგიის საფუძვლების დანერგვის წინააღმდეგ.

კომისიამ ასევე წერილით მიმართა კვარაცხელიას და შეახსენა, რომ „თავისუფლების ქარტიის“ მიერ აკრძალულია საჯარო ღონისძიებების დროს კომუნისტური სიმბოლიკის გამოყენება და ამ ქმედებებისთვის შესაბამისი პასუხისმგებლობა არსებობს.

კვარაცხელია პარტია „ნეიტრალური საქართველოს“ ლიდერია.

„თავისუფლების ქარტია“ საბჭოთა კავშირის სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომლებისთვის, კომპარტიისა და კომკავშირის ყოფილი თანამდებობის ყოფილი პირებისთვის შეზღუდვებს აწესებს, კრძალავს საზოგადოებრივ ადგილებში ფაშისტური და კომუნისტური სიმბოლიკის გამოყენებას, ადგენს კონტროლს საზღვარგარეთიდან ფინანსურ ნაკადებზე.

საქართველოს პარლამენტმა „თავისუფლების ქარტია“, თითქმის ერთწლიანი განხილვის შემდეგ, 2011 წლის მაისის ბოლოს დაამტკიცა.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 361


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები