საზოგადოება

ანაკლიაში უცხოეთში მცხოვრები ქართველი მოზარდები დაისვენებენ

04.08.16 15:55


აგვისტოში ანაკლიაში საბავშვო-საყმაწვილო „მომავლის ბანაკში“ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით უცხოეთში მცხოვრები ქართველი მოზარდები დაისვენებენ.

პროექტს ახორციელებს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან ერთად. მიმდინარე წელს უცხოეთში მცხოვრები 144 ქართველი მოზარდი შეძლებს ანაკლიის,,მომავლის ბანაკში" დასვენებას. მათი ჩამოყვანა სამ ეტაპად განხორციელდება.

1-8 აგვისტოს საქართველოში რუსეთში, თურქეთში, ირანსა და აზერბაიჯანში მცხოვრები 48 ქართველი მოზარდი ჩამოვა. თურქეთიდან მოზარდების შერჩევა და მათი საქართველოში გამომგზავრების ორგანიზებას უზრუნველყოფს ინეგოლის სოფ. მურათბეის ქართული კულტურისა და ტურიზმის ასოციაცია.

უცხოეთში მცხოვრები ქართველი მოზარდების მეორე ნაკადი საქართველოში 9 აგვისტოს ჩამოვა და 16 რიცხვამდე აქ დარჩება. 17-24 აგვისტოს კი ანაკლიაში მოზარდების მესამე ნაკადი შეძლებს დასვენებას.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 784


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები