საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი ბრაზილიაში ზაფხულის ოლიმპიადის გახსნას დაესწრებიან

04.08.16 16:25


საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიის დასასწრებად ეწვივნენ.

დაგეგმილია გიორგი მარგველაშვილის და მაკა ჩიჩუას შეხვედრა საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებთან, პრეზიდენტი და პირველი ლედი ასევე ქართველი ოლიმპიელების გამოსვლებსაც დაესწრებიან.

საქართველოს პრეზიდენტი ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის და მსოფლიო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის სახელით გამართულ ოფიცილურ მიღებას ზაფხულის ოლიმპიადის გახსნაზე დამსწრე სახელმწიფო ლიდებთან ერთად დაესწრება.

გიორგი მარგველაშვილი ვიზიტის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან გამართავს.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 541


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები