საზოგადოება

კახა კალაძე: ჩვენ ერთმანეთი ბრძოლაში უკვე გამოვცადეთ

04.08.16 17:55


ქვემო ქართლია სწორედ ის რეგიონი, რომელშიც ჩვენი ერთიანობა ყველაზე მეტად იგრძნობა. ჩვენი აზერბაიჯანელი ძმები მუდამ ერთგულად გვედგნენ გვერდში, – ამ სიტყვებით მიმართა ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ რუსთავში, ქვემო ქართლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.
„მახარებს თქვენთან შეხვედრა, იმედით მავსებს ჩვენი ერთად ყოფნა, რადგან ჩვენ ერთად დიდი ძალა ვართ. ჩვენ ერთმანეთი ბრძოლაში უკვე გამოვცადეთ. 2012 წელს ჩვენ, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, ერთად გავათავისუფლეთ ქვეყანა, ერთად აღვიდგინეთ ღირსება, ერთად დავიწყეთ ახალი საქართველოს შენება. 2012-ში ჩვენ ერთად დავანახეთ მსოფლიოს, რომ საქართველო თავისუფალი ადამიანების ქვეყანაა, თავისუფალი ადამიანი კი შემდგარი ქვეყნის უმთავრესი საფუძველია. მაშინ თითოეული ჩვენგანი საქართველოს დაუმარცხებელ ჯარისკაცებად ვიქეცით და ქვეყანა უფსკრულში გადაჩეხვას გადავარჩინეთ. ქვემო ქართლია სწორედ ის რეგიონი, რომელშიც ჩვენი ერთიანობა ყველაზე მეტად იგრძნობა. ჩვენი აზერბაიჯანელი ძმები მუდამ ერთგულად გვედგნენ გვერდში. მადლობა ამისთვის. მადლობა ყველას, ვისთვისაც უმთავრესი საქართველოს ერთგული მსახურებაა. ამიტომაც ვართ დღეს ასეთი ამაყები. ჩვენ ქვეყანა განვითარების სწორ გზაზე დავაყენეთ და დიდ წარმატებებსაც ერთად მივაღწიეთ. სწორედ ჩვენი ბრძოლის შედეგია ის, რომ ჩვენ დღეს ვართ ქვეყანა, რომელსაც ანგარიშს უწევენ, რადგან ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებულმა ჩვენმა თვითმყოფადობამ დიდ ევროპულ ოჯახში დაგვაბრუნა“, – განაცხადა კახა კალაძემ.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 613


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები