პოლიტიკა

ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს კენჭს ხვალ ხელახლა უყრიან

21.07.21 11:30


პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს კენჭს ხვალ ხელახლა უყრიან. ოპოზიციის ნაწილი წარდგენილ კანდიდატებს მხარს ამ დრომდე არ უჭერს.

 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილია გიორგი კალანდარიშვილის და გიორგი სანტურიანის კანდიდატურები. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილი არიან გია ცაცაშვილი და ლელა ტალიური, ხოლო მეორე ვაკანტურ თანმდებობაზე – თამარ სართანია და მაია ზარიძე.

 

18 ივლისის პლენარულ სხდომაზე ჩატარებულმა კენჭისყრამ კანდიდატებს შორის გამარჯვებული ვერ გამოავლინა.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები