საზოგადოება

ისრაელი საქართველოს მიმართულებით ფრენებს აჩერებს

27.07.21 10:15


ისრაელურმა ავიაკომპანიებმა საქართველოს მიმართულებით ფრენები შეაჩერეს - ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „ავიანიუსი“ TAV Georgia-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში განმარტავენ, ისრაელის ავიაკომპანიების მხრიდან აგვისტოში დანიშნული ფრენების უმეტესობა უკვე გაუქმებულია.

 

ავიარეისების გაუქმების მიზეზი ისრაელის მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციებია, რომლის მიხედვით ეპიდემიოლოგიური ვითარების გამწვავების გამო საქართველო „წითელი“ ქვეყნების ჩამონათვალშია შეყვანილი და ისრაელის მოქალაქეებს რეკომენდაცია ეძლევათ, საქართველოში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ.

 

TAV Georgia-ს ინფორმაციით, ავიაკომპანიებმა Isr Air-მა და Arkia-მ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აგვისტოში თელ-ავივიდან დაგეგმილი 27 რეგულარული რეისიდან 21 გააუქმა.

 

„ჯერჯერობით უცნობია ფრენების გაუქმებასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებას მიიღებს ავიაკომპანია EL Al, რომელსაც აგვისტოს თვეში 17 რეგულარული რეისის შესრულება ჰქონდა დაგეგმილი.

 

ამასთანავე თელ-ავივის მიმართულებით ფრენებს ასრულებენ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებული ავიაკომპანიები: Georgian Airways-ი და Myway Airlines-ი (ჯამში კვირაში 16 სიხშირე). ამ ეტაპზე ორივე ავიაკომპანიას ფრენების გაუქმებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღია”, - განმარტავენ TAV Georgia-ში.

 

რაც შეეხება თელ-ავივი-ბათუმის მიმართულებას, ავიაკომპანია Arkia-მ აგვისტოში ფრენები საერთოდ გააუქმა. სიხშირეები შეამცირეს ავიაკომპანიებმა – El Al და Isr Air-ი; აღსანიშნავია, რომ აგვისტოში დაგეგმილი 66 რეგულარული ფრენიდან 49 ფრენა უკვე გაუქმდა.

 

გაუქმებული რეისების შედეგად, აგვისტოში ფრენების რაოდენობა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 74%-ით შემცირდება.

 

შეგახსენებთ, რომ ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, 30 ივლისიდან საქართველო „წითელი“ ქვეყნების სიაში შევიდა, 16 ივლისს კი კოვიდ სახიფათო ქვეყნების სიაში შეიყვანა. სადაც ისრაელელი ვიზიტორებისთვის გამგზავრება ნებადართული აღარ იქნება.

 

საქართველოში ისრაელის საელჩოს ინფორმაციით, აღნიშნული სტატუსის გადახედვა მოხდება ყოველკვირეულად და საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების შემთხვევაში, შესაბამისი შეზღუდვები შემცირდება, ან მოიხსნება.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 352


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები