საზოგადოება

ერევანი დღეს ArmIGF 2016 -ს უმასპინძლებს

05.10.16 17:55


სომხეთის დედაქალაქში, ერევანში დღეს ინტერნეტმმართველობის ფორუმი Arm IGF 2016 გაიმართება. ღონისძიება, რომელიც სასტუმრო ელიტ პლაზაში ჩატარდება, 9:30 -ზე დაიწყება და საღამოს 19 საათამდე გასტანს. ფორუმზე რამდენიმე დამოუკიდებელი სესია იქნება წარდგენილი. მათ შორის: ICANN ის გადაცემასთან დაკავშირებული საკითხები, პერსონალური მონაცემების დაცვა და სხვა. ფორუმის მიზანი დიალოგისთვის საჭირო პლატფორმის შექმნა, ინტერნეტსივრცეში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის გზების მოძიებაა. გავრცელებული ინფორმაციით, მას 260-მდე ადამიანი დაესწრება, თუმცა ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, რომ სტუმრების 70 % სომხეთიდან არის. ფორუმს ტრანსპორტის, კომუნიკაციებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების მინისტრი ვაჰან მარტიროსიანი გახსნის.

აღსანიშნავია, რომ მისი უწყება, ინტერნეტ საზოგადოება ISOC -სთან ერთად ღონისძიების ერთ-ერთი მხარდაჭერია. დღევანდელ ფორუმს არასამთავრობო ორგანიზაცია “ინტერნეტის განვითარების ინიციატივის” ხელმძღვანელი ლადო სვანაძეც ესწრება.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 514


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები