საზოგადოება

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით საქართველოს პოპულარული ინსტაგრამ ბლოგერები ეწვივნენ

06.10.16 17:30


მასშტაბური პროექტი „Georgia Instagramers Tour“ გრძელდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, რუსეთისა და ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოს ათი ფოტოგრაფი-ბლოგერი, ეწვია. ინსტაგრამბლოგერებმა 9 დღის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იმოგზაურეს. ბლოგერებმა თბილისის, მცხეთის, აჭარის, სვანეთის, სამეგრელოსა და კახეთის ტურისტული მიმართულებები დაათვალიერეს და ფოტოები გადაიღეს. პრესტურის მონაწილე ბლოგერების ინსტაგრამზე გამომწერების რაოდენობა საერთო ჯამში 1 278 205 ადამიანს შეადგენს, რომელიც როგორც რუსეთის ფედერაციას ასევე ევროპის ქვეყნებს მოიცავს. პროექტ „Georgia Instagramers Tour“-ის მიზანია საქართველოს ტურისტული მიმართულების პოპულარიზაცია. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით საქართველოს წელს 486 უცხოელი ჟურნალისტი, 256 ოპერატორი ეწვია.

საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ 300-ზე სტატია, ბლოგი, სატელევიზიო სიუჟეტი, გადაცემა და დოკუმენტური ფილმი მომზადდა.


წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 1171


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები