პოლიტიკა
26.10.21 10:00
კოალიციური მთავრობა თბილისსა თუ საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში, არის საქართველოს მომავალი, აქ გადის წარმატების ზღვარი, ერთად ბრძოლით ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქე გაიმარჯვებს“,- ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომელიც ქუთაისში, კოალიციური მთავრობის წარდგენას გამოეხმაურა.
მისი თქმით, სადაც პარტიის კომპეტენცია და პროფესიონალიზმი სჭირდება ქვეყანას, "ლელოს" ლიდერები ყოველთვის მზად არიან ბრძოლაში ჩაბმისთვის.
"ქუთაისში, ისევე როგორც თბილისში, ბათუმსა და საქართველოს სხვა ქალაქში, გაჩნდა პერსპექტივა და იმედი იმასა, რომ ერთიანი ძალებით, კოალიციური მუშაობით ჩვენ შევძლებთ ჩვენი ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას. "ლელო" არის ძლიერი გუნდი, ძლიერი ლიდერებით, რომელსაც შეუძლია მკვეთრი და თამამი ნაბიჯების გადადგმა.
იქ, სადაც ჩვენი კომპეტენცია და პროფესიონალიზმი სჭირდება ხალხს და ჩვენს ქვეყანას, "ლელოს" ძლიერი ლიდერები მზად არიან ბრძოლაში ჩაბმისთვის.
კოალიციური მთავრობა თბილისსა თუ საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში, არის საქართველოს მომავალი, აქ გადის წარმატების ზღვარი, ერთად ბრძოლით ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქე გაიმარჯვებს.
ანა ნაცვლიშვილის გადაწყვეტილება, ჩართულიყო საქართველოს მომავლისთვის უმნიშვნელოვანეს ბრძოლაში, გაბედული და სამაგალითო ნაბიჯია. მინდა წარმატება ვუსურვო ანას, ხატიას და იმ ძლიერ კოალიციურ გუნდს, რომელიც ქუთაისში გამარჯვებისთვის იბრძვის. ეს გუნდი, რეალურად შეძლებს, ქუთაისი გამოიყვანოს იმ ჩიხიდან, რომელშიც ეს ულამაზესი ქალაქი მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ შეიყვანა...
დღეს ქუთაისში, ისევე როგორც თბილისში, ბათუმში და საქართველოს სხვა ქალაქებში, გაჩნდა პერსპექტივა და იმედი იმასა, რომ ერთიანი ძალებით, კოალიციური მუშაობით ჩვენ შევძლებთ ჩვენი ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას. მე, არაერთხელ მითქვამს, რომ გამარჯვების ტალღა გავრცელდებოდა მთელს საქართველოში და დღეს ჩვენ ამის ნათელი მაგალითი ვნახეთ... წარმატებები ჩემს მეგობრებს, კოლეგებს და თანამებრძოლებს“, - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.
ცნობისთვის, გუშინ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და ოპოზიციის ნაწილის ქუთაისის მერობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ ქუთაისის კოალიციური მთავრობის შემადგენლობა წარადგინა. ხატია დეკანოიძის გამარჯვების შემთხვევაში ქუთაისის ვიცე - მერობის კანდიდატები იქნებიან: „ლელო“ - ანა ნაცვლიშვილი; „გირჩი - მეტი თავისუფლება“ - იმედა კლდიაშვილი; სპორტსმენი - რევაზ ჩომახიძე; თემურ ცამციშვილი.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 280
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ეჩმიაძინი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის წინააღმდეგ? მერამდენედ...
18:5501.05.24
-
თორნიკე რიჟვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს იესპერ მოლერს შეხვდა
18:0001.05.24
-
ირაკლი კობახიძე ხერტ იან კოოპმანს შეხვდა
17:4301.05.24
-
იაგო ხვიჩია - აქციაზე პოლიციელები რომ არ ყოფილიყვნენ, არაფერი მოხდებოდა
17:2501.05.24
-
17:0501.05.24
-
16:4501.05.24
-
არჩილ თალაკვაძე - პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი გეგმის ნაწილია სიტუაციის გაუარესება
16:1401.05.24
-
გიორგი ჩაკვეტაძე - არ დავუშვებთ, რომ ქვეყანაში მოხდეს არეულობა, არ დავუშვებთ, პროვოკაციები მოაწყონ
15:4201.05.24
-
15:2101.05.24
-
კახა კალაძე ოპოზიციას - მოდის არჩევნები, მოიგეთ და შეცვალეთ ეს კანონი, თუ არ მოგწონთ, რა პრობლემაა
15:0001.05.24
-
14:3901.05.24
-
5 და 6 მაისს დედაქალაქში მეტრო და ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმოძრავებენ
14:0901.05.24
-
13:4101.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას - ევროპა არის კანონმორჩილება, დაემორჩილეთ კანონს!
13:2601.05.24
-
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
13:0001.05.24
-
პარლამენტის პლენარულ სხდომა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე განახლდა
12:3501.05.24
-
გერმანიის ელჩი - ძალადობა უნდა შეწყდეს, ეს გამოსავალი არასდროს არის
12:1201.05.24
-
კახა კალაძე - ყოველთვის დავდგებით მოწოდების სიმაღლეზე
11:5001.05.24
-
11:2001.05.24
-
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება
11:0001.05.24
-
შსს: საზოგადოებამ ნათლად იხილა, რომ აქციამ სრულად მიიღო ძალადობრივი ხასიათი
10:3501.05.24
-
სამართალდამცავებმა რუსთაველის გამზირზე გუშინ გამართულ აქციაზე 63 პირი დააკავეს
10:1401.05.24
-
1 მაისს საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს
9:5501.05.24
-
სომხები ოსმალეთის იმპერიაში – რა იყო, რა შეიძლებოდა ყოფილიყო და თანამედროვე რეალობა
7:0501.05.24
-
ანრი ოხანაშვილი - ტერმინი “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი“ ფაქტის კონსტატაციაა
18:0030.04.24
-
ლუკ კოფი - ბრმა ადამიანსაც შეუძლია დაინახოს, რომ საქართველომ ევროატლანტიკური გზიდან გადაუხვია
17:2730.04.24
-
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი - ილია დარჩიაშვილს ვურჩიე, გადახედოს ჩვენს დირექტივას
17:0030.04.24
-
პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე გიორგი კალანდარიშვილი აირჩია
16:2830.04.24
-
16:0030.04.24
-
15:3430.04.24
-
15:0530.04.24
-
მთავრობის დადგენილებით, 7, 8 და 10 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა
14:2330.04.24
-
საქართველოში საერთაშორისო ვიზიტები 2019 წელთან შედარებით +44.4%-ით გაიზარდა
14:0030.04.24
-
სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს შემოტანის ფაქტები აღიკვეთა
13:3930.04.24
-
13:0730.04.24
-
12:4630.04.24