პოლიტიკა
23.05.22 15:50
ოპოზიციას ზნე არ შეუცვლია და როგორც იქცეოდა ვიზალიბერალიზაციაზე გადაწყვეტილების მიღებისას, ისე იქცევა ახლაც, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ.
მისივე თქმით, ოპოზიცია შეჩვეულია, რომ მისთვის პოლიტიკურად მოგებიანი არ არის, ხელისუფლებას წარმატება ჰქონდეს, რის გამოც, სარჯველაძის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები იმეტებენ და სწირავენ სახელმწიფოს ინტერესსაც.
„რამდენიმე წლის წინ თვალს ვადევნებდით თვალს, მაგალითად, ასოცირების, ვიზალიბერალიზაციის პროცესს, გამოაშკარავდა ცალკეული ოპოზიციური აქტივისტებისა, თუ მოღვაწეების ქმედებებით, რომლებიც მიმართული იყო დესტრუქციისკენ, რომ ხელი შეეშალათ საქართველოსთვის ამ პროცესისთვის მარტო იმიტომ, რომ ეს რაღაცნაირად მოსახლეობაში არ აღქმულიყო როგორც ამ ხელისუფლების მიერ მოპოვებული გარკვეული შედეგი. ისინი იმეილებს აგზავნიდნენ, ყველამ ვიცით და ხელმეორედ აფიშირება საჭირო არ არის.
სამწუხაროდ, ზნე ოპოზიციას დღემდე არ შეუცვლია. შესაბამისად, ასეთი ქმედებები გრძელდება და თვალს ვადევნებთ ცალკეული ევროპარლამენტარების, მათი გარკვეული ჯგუფის მხრიდან ისეთი განცხადებების კეთებას, რომლებიც აშკარად უნდა ეფუძნებოდეს საღ აზრს. ერთადერთი წყარო ეს გახლავთ ალბათ, მიკერძოებული ოპოზიციონერების მხრიდან ინფორმაციის ცალმხრივად, მიკერძოებულად, მცდარად მიწოდება. შესაბამისად, ასეთ მცდარად მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გვესმის ევროპარლამენტართა მხრიდან გაკეთებული განცხადებები, რომლებიც ფაქტობრივ უზუსტობებს შეიცავს. ერთადერთი, ამის ახსნა შეიძლება, იყოს ის, რომ ოპოზიციას ზნე არ შეუცვლია და როგორც იქცეოდა ვიზალიბერალიზაციაზე გადაწყვეტილების მიღებისას, ისე იქცევა ახლაც. ჩვენი ეს სკეპტიციზმი არის გონივრულ და ფაქტობრივ განსჯაზე დამოკიდებული.
ოპოზიცია შეჩვეულია იმაში, რომ მათთვის პოლიტიკურად მოგებიანი არ არის, ხელისუფლებას ჰქონდეს წარმატება. ამისთვის ისინი იმეტებენ და სწირავენ სახელმწიფოს ინტერესსაც. ასე რომ არ იყოს, მათ ქმედებებში მათ შორის შიდასახელმწიფოებრივ რიტორიკასა და კომუნიკაციაშიც შესამჩნევი იქნებოდა, რომ ისინი ამაზე მაღლა დგანან. ეს არის ზოგადი ტენდენცია, ვინ აქტიურად მონაწილეობს და ვინ ნაკლებად, ეს მათ ნამუსზე იყოს, თითოეულ ოპოზიციონერზე, რომელიც მიდის და შესაბამისად აყალბებს ან არ აყალბებს მონაცემებს, რომლებსაც აწვდის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 172
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
რა დროს რაღაც მთავრობის შექმნაა, რომელსაც არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს – ელისაშვილი
18:0028.06.22
-
17:4028.06.22
-
17:2028.06.22
-
17:0028.06.22
-
16:3028.06.22
-
16:0028.06.22
-
ნინო წილოსანი და მიხეილ სარჯველაძე სომხეთის რესპუბლიკის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ
15:2028.06.22
-
15:0028.06.22
-
საქართველოდან ხორბლისა და ქერის ექსპორტი 1 წლით აიკრძალება
14:4028.06.22
-
14:2028.06.22
-
შალვა პაპუაშვილი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის წევრებს შეხვდა
14:0028.06.22
-
თავისუფლების მოედანზე არსებული პუშკინის სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო
13:4028.06.22
-
13:2028.06.22
-
13:0028.06.22
-
გიორგი ვაშაძე და სერგო ჩიხლაძე ბრიუსელში ანდრიუს კუბილიუსს შეხვდნენ
12:4028.06.22
-
12:2028.06.22
-
ირაკლი ბერაია: მნიშვნელოვანია, რომ NATO-ს სამიტზე ადგილი ეთმობა საქართველოს მხარდაჭერის ახალ ზომებს
12:0028.06.22
-
ზურაბ აზარაშვილი UNHCR-ის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა
11:4028.06.22
-
11:2028.06.22
-
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრები დღეს პარლამენტში შეხვედრებს გამართავენ
11:0028.06.22
-
ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად, მადრიდში ნატო-ს სამიტში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა
10:4028.06.22
-
ოკუპანტების ფსიქოლოგიური ტერორი - ხურვალეთში ე.წ. საგუშაგოს სასაფლაოს თავზე აშენებენ
10:2028.06.22
-
10:0028.06.22
-
საქართველოსა და სომხეთს ვიზიტით გერმანიის ფედერალური მინისტრი სვენია შულცე ეწვევა
18:0027.06.22
-
ოთარ შამუგია USAID საქართველოს მისიის დირექტორს, პიტერ ვიბლერს შეხვდა
17:4027.06.22
-
ილჰამ ალიევი სომხეთს აფრთხილებს - "რკინის მუშტი" ადგილზეა, არავინ დაივიწყოს"
17:2027.06.22
-
17:0027.06.22
-
შალვა პაპუაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
16:3027.06.22
-
პარლამენტმა საგაზაფხულო სესია ისე დაასრულა, რომ სახალხო დამცველს არ მოუსმინა
16:0027.06.22
-
15:3027.06.22
-
აზერბაიჯანი, თურქეთი და საქართველო ერთობლივ სამხედრო წვრთნებს გამართავენ
15:0027.06.22
-
14:4027.06.22
-
შალვა ნათელაშვილი: ტექნიკური მთავრობაც, ყველა სხვა საკითხიც უნდა მიებას ახალი არჩევნების საკითხს
14:2027.06.22
-
14:0027.06.22
-
ბათუმში „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის რეგიონული კონფერენცია გაიმართა
13:4027.06.22
-
13:2027.06.22