ბონდო არველაძე ქართული ეკლესიები საქართველოსა და სომხეთში ნაწილი XXXIV თავი I

27.10.16 17:25


გასაბჭოებამ ყოველივე ძველი მეფობისა და მენშევიკების ხელისუფლების ბარბაროსული ეროვნების ჩაგვრა და არაადამიანური ცხოვრება მათ შორის მოსპო, ყოველივე შური და მტრობა ნაციონალურს და სარწმუნოების ნიადაგზე დაქუცმაცებული უამრავი მოსახლეობა გაერთიანდა ერთ ძმურსა, ამხანაგურს შეკავშირებაზე დაამყარა, რომლებიც საქართველოს დასაბჭოებიდან, 15 წლის მანძილზე გაერთიანებული ძალით ყველა მშრომელი მუშა-გლეხი კოლექტიურად მუშაობაში ჩაბმული, დღეს შეძლებულს და სამთო ცხოვრებას მისწია და ერთობ გააბედნიერა სწავლა-განათლების და... კულტურის აყვავებით და პოლიტიკური ძველი ჩაგვრისა და ადამიანური უფლებების მოკლებულნი გაანთავისუფლა და საამაყო ცხოვრება შეუქმნა, რომელნიც მჩქეფარე წყალსავით მიისწრაფიან ნასიამოვნევი მშრომელნი სოციალიზმის მშენებლობის უკედ წარმატებისაკენ, რაც ასეთი ჩვენი ბედნიერება, რომელიც ჩვენი დიდებული ბელადთა ლენინ-სტალინის კომუნისტური სოციალისტურ პარტიის წყალობით მოხდა, მთელ მსოფლიოს ტერიტორიის სახელმწიფოებში ერთადერთი თითით საჩვენებელი დიდებული ცხოვრება შეიქმნა.

საბჭოს მიმდევარი ტროცკ-ზინოვიები და მენშევიკური და მათი დამქაშნი, ვერ იცდიან პროლეტარიატის მაღალ მწვერვალზე ბედნიერებას და ყოველივე ღონისძიებით ცდილობენ ოქტომბერს რევოლუციის მონაპოვარი ბედნიერება დაამხონ და ხელთ იგდონ ჩვენი ძალაუფლება და ასეთ ნიადაგზე ჩვენს დაწესებულებაშიაც კიდევ არიან დარჩენილნი ასეთი ნაძირლები, რომელიც თავიანთ შოვინისტური და ნაციონალური შუღლით აღჭურვილნი ცდილობენ ლენინ-სტალინის სოციალიზმის აყვავებულ მშენებლობას.

ჩვენს ადგილობრივ აღმასკომში თავმჯდომარე ღვამიჩავას წასვლის შემდეგ მის კანცელარიაში და მის გარშემო დაწესებულებებში დამნაშავეთა ბანდამ იჩინა თავი.

აღმასკომის მდივანი საშა არგუთიანის თაოსნობით, რომელთა პოლიტიკა იყო ნაციონალური და უკეთ რომ ვთქვათ, ეპატრონებოდნენ ახალციხეს, ასეთ ნიადაგზე მათ აღმოაჩნდათ ახალციხის ისტორია რემენგტონზე დაბეჭდილი, სადაც სხვათა შორის ეწერა რაბათში (ახალციხის ძველ ნაწილში) 70-იან წლებში 700 სომეხი ცხოვრობდა და რამოდენიმე ქართველიო და ასეთსავე ცრუ ცნობებს აწვდიდნენ გარეთგან მოსულ ექსკურსანტებს, ტურისტებს და სხვა. ასეთი სხვა ცნობებიც იყო იქ აღნიშნული. ეს ისტორია მე ხელთ ჩამივარდა 1924წელში, როდესაც მასწავლებლობიდან მუზეუმში გამგედ გადაყვანილ ვიქენი აღმასკომისაგან. ასლი გადვიღე აქიდან და მინდოდა სიძველეთა დაცვის კომიტეტში გადაგზავნა ამ ცრუ ისტორიისა, მაგრამ სამწუხაროდ განათლების განყოფილების შკაფიდან (სადაც ჩემს ქაღალდებს იქ ვინახავდი) მომპარეს, ოღონდ ის ცნობა, რომელიც რაბათის მცხოვრებთ შეეხებოდა იმისი გასამტყუნარ საბუთი ვიპოვე აღმასკომის არქივში, სადაც 700 სომეხი ცხოვრობდა 1870 წელშიო და რამოდენიმე ქართველიო. იმ წელს ქალაქის საბჭოს „სბორჩიკი“ სტ.დიდიმამაშვილის ქართულად ნაწერი წიგნი ვნახე არქივში, რომელიც „პოდატის“ ფულებს კრეფდა თურმე იქ, რაბათის მოსახლეობა სულ აღწერილი იყო გვარი სახელით. მის აღწერებში 700 მცხოვრებელი სულ ქართველია აღნიშნული და რამოდენიმე სომეხი.

ამ არგუთიანს უსარგებლია ქართველ კათოლიკების გასომხებით, რადგანაც სულ ქართველი კათოლიკები არიან და სომეხი კი რამოდენიმე ოჯახობა იყო. ქართველი კათოლიკეები სომხად მოუნათლავს.

ეს დაშნაკები წინააღმდეგი იყვნენ აქ მუზეუმის და არქივის შექმნისა, რომლის გამგედ მე ვიყავი. არ მაძლევდნენ შესაფერის ბინას და უბრალო პატარა ოთახებით მიმასპინძლდებოდნენ, სადაც არც მუშაობა შეიძლებოდა სივიწროვისა და სიბნელის გამო და თან სინესტეც არ აკლდა. უბინაობის გამო ძვირფასი მუზეუმი სინესტისგან ზიანდებოდა ა.წ. იანვრამდის სამუშაოდ შესაფერისი ბინა არ მქონდა და მალ-მალ იმ ბინებიდანაც სხვადასხვა უარეს ბინებზე მატარებინებდნენ საარქივო ფონდებს, მის გამო გზა-დაგზა-შუა, ირეოდა და იფხრიწებოდა: ბევრჯერ უარი ვუთხარი გადატანაზე სხვა ბინებზე, რადგან ფუჭდებოდა და ირეოდა ფონდები, მაგრამ არგუთიანი კარებს აღებდა შერჩეულ გასაღებით და სხვა ბინებზე უჩემოდ გადაჰქონდა, როდესაც მე რაიონში მივლინებული ვიქნებოდი სიძველეთა დაცვის გამო, 12 წლის განმავლობაში 15-16 ჯერ უცვალეს ადგილი არქივს, რამაც არქივს ზიანი მიაყენა. ახლა კი აღმასკომის შენობაშია მოთავსებული. უკანასკნელი კარის გატეხით ორი წლის წინად გადატანილ იქნა არქივი აღმასკომი თავმჯდომარის აბდულოვის განკარგულებით ისეთ ბინაზე, სადაც მზე არასდროს შეიჭყიტინებოდა, ფასადი შენობისა ჩრდილოეთისკენ ჰქონდა. თანაც გვერდით ღელის წყალი ჩაუდიოდა, რის გამო ბინა ნესტიანდებოდა. მე წინააღმდეგი ვიყავი როგორც არქივისათვის გამოუსადეგარი და სხვა, ხოლო მასზე უკეთეს მშრალს და მზიან ბინაზე გადავიტანე საარქივო ფონდები. ორი დღის შემდეგ კი ისე მოხდა, რომ ძველი ბინა მეზობლის ბინიდან გაჩენილ ხანძრით გადაიწვა. მე რომ არ გადამეტანა იქიდან არქივი მთელი არქივის ძვირფასი ფონდებიც გადაიბუგებოდა ბინასთან ერთად.

ასე მე გადავარჩინე ცეცხლის გადაბუგვას აღმასკომის თავმჯდომარის აბდულოვის განკარგულებით ნაჩვენები ბინაზე, რომელიც არგუთიანის დამქაშების მიერ იყო ის ბინა არქივისათვის შეთავაზებული.

არქივის ფონდების ხანძრის გადაბუგვისაგან გადარჩენისათვის, აღმასკომის პრეზიდიუმის დადგენილებით 100 მანეთით ვიქენ დაჯილდოებული. ეს არქივი მუზეუმთან მე დაავარსე 1924 წელში. ღვამიჩავას აღმასკომში თავმჯდომარეობის დროს. ღვამიჩავას დროს არქივი სისტემატიურად მოვაწყვე და ამისათვის შესაფერ სამუდამო ბინისათვის არჩეულ იყო უნიცევიდეული სახლი, რის შესაკეთებლად ღვამიჩავამ 1500 მანეთი გადაიხადა, მაგრამ მის შეკეთებას ღვამიჩავას გადასვლამ მოუსწრო აქედან და შემდეგ მის წასვლისა აღარავის უფიქრნია არქივისათვის და მუზეუმის შესაფერ სამუდამო ბინისათვის, რასაც არგუთიანი და მისი დამქაშები აბრკოლებდნენ და მათივე მეოხებით 15-16ჯერ ბინების გამოცვლით 2-3 ჯერ კარის გატეხის საშუალებით, რაც ცენტრარქივსაც ვაცნობე და პოლიტბიუროსაც და „ცაკი“-ის თავმჯდომარე ამხ. ფ. მახარაძესაც, ამხ. ფ. მახარაძემ ჩემი მოხსენება იმ დროს მუშ-გლეხინს გადმოუგზავნა თავისი ბრძანებითურთ, რათა გამოეძიათ საქმე, არქივის ხელის შემშლელნი პასუხისგებაში მიეცათ და არქივისათვის შესაფერისი ბინა, მარა ყველაფერი უშედეგოდ დარჩათ, „ცაკი“-ს თავმჯდომარეს ბრძანებამ ტყვილა გაიარა, არც არავის გამოუძევია და არც არქივისათვის მიუციათ შესაფერისი ბინა, რაც ყველა დაბრკოლება არქივის მუშაობის არგუთიანი და მისი დამქაშნი აძლევდნენ, რის მეოხებით არქივი განადგურდა. რაიკომის პასუხისმგებელმა მდივანმა ამხ. ცერაძემ რა შეიტყო არგუთიანის და მისი დამქაშთა მავნებლობა, მოხსნა თავიანთი თანამდებობიდან. თვით აღმასკომის მდივანი არგუთიანი, პროკურორი ოდიბაშიანი, აღმასკომის მოადგილე აშაკ მანახოვი, განათლების განყ. გამგე პაზოევი და სხვ, როდესაც გადაყვანილ იქნა ცერაძე სხვაგან, რამოდენიმე ხნის შემდეგ ხსენებული მოხსნილები ზოგი ისევ თავის ადგილზე წამოსკუპდნენ. ზოგნი უკეთეს ადგილებზე დანიშნეს. ოდებაშიანი დღესაც თავის პოსტზეა პროკურორად, ხოლო ზემორე ხსენებული პაზოევი რაიაღმასკომის ინსტრუქტორად (არგუთიანი და მანახოვი აღარ არიან უკანასკნელნი პარტიიდანაც მოხსნილნი იქნა).

ორიოდე წლის წინედ ცენტრარქივიდან მოვლინებული გიორგი ბოჭორიძე ეკლესიებიდან სამუზეუმო ისტორიულ წიგნებს ჰკრეფდა სათანადო მანდატით მუზეუმისათვის, სომხების ეკლესიების გარდა, ყველა ეკლესიებმა ულაპარაკოთ გადასცეს ბოჭორიძეს ისტორიული წიგნები. სომხების მღვდელ აზნაუროვმა ეპისკოპოსის შეუკითხავად არ გადასცა წიგნები, რისთვისაც პროკურორს გამოეცხადა მღვდელი აზნაუროვის ასეთი საქციელი. პროკურორმა ოდებაშიანმა აზნაუროვს დაუჭირა მხარი და ბოჭორიძეს ეუბნება: რა გენაღვლება შეეკითხოსო. აზნაუროვს ეპისკოპოსისგან ნება მოსვლია ერევნის მუზეუმისათვის გადასაცემად და არა ტფილისისათვის და მაშინათვე კიდეც გადაუგზავნა აზნაუროვმა ერევანში, რის საბუთად ფოსტის ქვითარი უჩვენა პროკურორმა ბოჭორიძეს. ამაზედ ბოჭორიძემ პროკურორს უსაყვედურა: აქ რა შუაში იყო ეპისკოპოსი, მე, ცენტრიდან სათანადო მანდატი მაქვს და ყველა ეკლესიას ნებაყოფლობით გვაძლევენო. თქვენი ცენტრის კანონი აქ არ იკანონებს, რადგან საზღვარია აქ, ჩვენებური კანონები გვაქვს, როგორც საზღვარს შეჰფერისო, მიუგო პროკურორმა. გარედან მოსული დაშნაკები კიდევ მეტს მავნებლობას ეწევიან სოციალიზმის წინააღმდეგ, რომელნიც ექსპედიციების სახით ევლინებიან, ვითომდა, სამეცნიერო მუშაობის მიზნით, ნამდვილად და კი აგიტაციებს აწარმოებენ ნაციონალურს და შოვინისტურს ნიადაგზე ადგილობრივ მოსახლეობაში არევ-დასარევად მშვიდობიან და წყნარი სოციალიზმის მშენებელ-მშრომელთა მასაში.

ასეთი ექსპედიციები ზოგი სათანადო მანდატით აღჭურვილია და ზოგიც უმანდატოთ ჩუმათ დაძვრებიან და თავიანთ პროგრამას გადაჭარბებულ პროცენტებითაც ასრულებენ, ვინაიდან პროგრამის შემზღუდველს აქ ვერა ნახავს და თამამად ქადაგობს, რადგან ჩვენ კუთხეში შემზღუდველნი დიდი რაოდენობით ნაკლებია, ვიდრე აგიტატორის მსმენელნი- აი ფაქტები:

ა.წ. აგვისტოს პირველ რიცხვებში ერევნიდან მოგვევლინა სათანადო მანდატით ეთნოგრაფიული ექსპედიცია ისტორიკოს სტ. ლისიციანის ხელმძღვანელობით, რომელიც სომეხთა მოსახლეობაში კრებდა ეთნოგრაფიულ ნივთებს. ლისიციანი მესტუმრა სახლში, როგორც სიძველეთა კომიტეტის რწმუნებულს და გამიზიარა თავისი ჩვენში მოსვლის მიზანი, თან ისიც დასძინა, რომ ერთი თვეა ის ჯავახეთშიაც მოგზაურობდა, სადაც შეკრიბა 100 ფუთამდე ეთნოგრაფიული ნივთები, რომელიც იქიდანვე გადავაგზავნე ერევანში და ახლა აქ ვკრებ სომხების მოსახლეობაშიო. მას თან ახლდა ერევნელი ასპირანტი არამ იაჯინჯიანი. სხვათა შორის გააბა საუბარი, როცა გაიგო ჩემი ქართველთ კათოლიკობა, მითხრა: თქვენ კათოლიკეები სომხურად ლოცულობდით მეფის დროს, სომხები ხართ და რატომ ქართველობთო. მამაშენიც, მღვდელი ივანე გვარამაძე ფსევდონიმით ცნობილი „ვინმე მესხი,“ სომხური ენის კარგი მცოდნე იყო, ვენეციაში სომხურად გაიზარდაო და ბოლოს ისიც გაქართველდაო (მამაჩემი კი არასდროს არ ყოფილა ევროპაში მეთქი, ტყუილს ამბობ ლისიციანო, შევაწყვეტინე ლაპარაკი და ისე განაგრძო). ტფილისისკენ თელეთი სთქვა თუ სხვა სოფელი, კარგად აღარ მახსოვს, ძველს ეკლესიაზე, იქ სომხური წარწერა ჰქონდა ქართველებს წაუხოციათ და ქართული წაუწერითო, ჯავახეთში კი აქა იქ კიდევ დარჩენილა ეკლესიებზე სომხურ წარწერებით. მაგ. სოფ. ხორენიას, კუმურდოს, განძას, ალასტანს; მე ჩამეცინა უნებლიეთ, როდესაც ასეთი სიცრუე სთქვა მან, როდესაც იმ ეკლესიებზე ხუცურ წარწერებში სომხებს აქვთ წახოცილი და ნაცვლათ სომხური დაწერით, ამის შესახებ ზევითაც მოვიხსენიე. სადაც განძს ეკლესიის ხუცური წარწერის ასლიც ავღნიშნე. ლისიციანის ყველა ნალაპარაკევი სიცრუეს შეადგენდა, იძულებული გავხდი შესაფერისი ისტორიული საბუთების მოყვანით გავმასპინძლებოდი, რითაც ხმა გავაკმენდინე. გამოთხოვებისას პერგამენტზე ნაწერი წიგნები მთხოვა, რომელიც ჩემთან ნახა საყიდლად, მე უარი უთხარი, საქართველოს მუზეუმს უნდა გადავცე, როგორც მისი ტერიტორიის წიგნი მეთქი. ლისიციანი ჩემგან ლევან ბაიბურთელის სახლში წავიდა, იქ იყო ოთახში შოთა რუსთაველის სურათი დაინახა, კედელზე დაკიდებული, რისთვისაც სახლის პატრონს უსაყვედურა თურმე, თქვენ ხომ სომხები ხართ, რათ გინდა რუსთაველი დაგიკიდიათ ოთახში (ნაამბობი ლევანის და ნინა ბაიბურთელისაგან).

ლისიციანმა ინახულა ადგილობრივი პროკურორი ოდიბაშიანი და სახალხო მოსამართლე რომელთაც დაავალა: ამ ცოტა ხანში, მოხდება გამორკვევა დაწესებულებებში, თუ რა ენაზე უნდა სწარმოებდეს მუშაობა, თქვენ ეცადეთ და სომხური ენა მოითხოვეთო, ეუბნება ლისიციანი და თუ არ გატარდეს თათრების მრავალრიცხოვნების გამო, მაშინ უეჭველად რუსული ენა მოითხოვეთ, ოღონდ ეცადეთ ქართული ენა არ შეიტანოთ (ნაამბობი სტეფანე ლევანის ძე ფირალიშვილისაგამ).

ასპინძის მაჰმადიანთა შორის მახლობელ სოფელ ტამალვის სომხები და ჯავახეთის დაშნაკები აგიტაციას ეწევიან: თქვენ მაჰმადიანებს ქართველებმა აღა სულთანოვი მოგიკლეს და ჩვენ სომხებს ბერიამ ხანჯიანი მოგვიკლა და ხმა გაავრცელეს თავის თავი მოიკლაო, ხანჯიანმაო. ასეთი ხმები აქ ახალციხეშიაც ისმის. (ნაამბობი შინსახკომის ინსპექტორი, ირაკლი ჭინჭველაძე).

ლისიციანის ჩვენში მოსვლის ორი კვირის წინედ არალეგალურად დაძვრებოდა უმანდატო ექსპედიცია, რომლის ვინაობა ვერ გავიგეთ, თუმცა ბევრი ზომა მივიღეთ გაგვეგო. ისიც ნაციონალურ ნიადაგზე ეწეოდა აგიტაციას. ქართველ კათოლიკეთა ჯვრის ეკლესიის სომხურ ნაწერი გვანახა, რითაც უსაბუთებდა გარშემოხვეულთ რაბათელებს, რომ ეს ეკლესია სომხების აშენებულიაო. იქ დამსწრე რაფაელ ქურჩიბაშვილი შესდავებოდა, რას ცრუობ ამხანაგო, სომხები ერზერუმიდან ასი წელია, რაც მოვიდნენ აქ და როგორ იქნა 7-8 ასი წელს გაკეთებული სომხებს აუგიათო.
რადგან მოხსენება ძალზე გაგრძელდა ამით ვათავებ დიდად პატივცემული ამხ. ლავრენტი პავლეს ძევ, რასაც უმორჩილესად მოგართმევთ თქვენ ცნობად.

დიდი პატივისცემით, თქვენი უმორჩილესი სიძველეთა კულტურის დაცვის კომიტეტის რაიონის რწმუნებული და მუზეუმის გამგე-/ კოტე გვარამაძე.
1936/X
ქალ. ახალციხე
მისამართი:
ქ. ახალციხე-რაბათი
ძველი აბასთუმნის ქუჩა.
(სტილი დაცულია ბ.ა).

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები