საზოგადოება
31.08.22 17:00
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ცნობით, პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურმა 500 ლარით დააჯარიმა კლინიკა, რომელმაც პაციენტის დანიშნულების შესახებ მესამე პირს აცნობა.
საიას ცნობით, 2022 წლის მათი დაცვის ქვეშ მყოფმა პირმა შეიტყო, რომ მისი პერსონალური მონაცემი უკანონოდ გავრცელდა.
„მას ტელეფონით დაუკავშირდა უცნობი პირი, რომელმაც გადაამოწმა ინფორმაცია ექიმისა და მის მიერ დანიშნული კონკრეტული მედიკამენტის შესახებ. ეს ინფორმაცია უცნობი პირისათვის კანონიერი გზით არ შეიძლება ცნობილი გამხდარიყო. როგორც საერთაშორისო, ასევე საქართველოს კანონმდებლობა, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მონაცემების დაცვის მაღალ სტანდარტს და გარანტიებს აწესებს. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი, ისევე როგორც ჯანდაცვის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობა, საჯარო და კერძო ორგანიზაციებს ავალდებულებს, მკაცრად დაიცვან ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა.
პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურის მიერ საკითხის შესწავლისას დადგინდა, რომ კლინიკას, სადაც ე.ბ.-მ სამედიცინო მომსახურება მიიღო, არ აქვს პაციენტის მონაცემების დასაცავად სრულყოფილი სისტემა. კლინიკის შიდა ელექტრონული სისტემა ინახავს პაციენტის მონაცემებზე წვდომის ფაქტს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასში ცვლილებები განხორციელდა. იმ შემთხვევაში, თუ ჩანაწერების მხოლოდ დათვალიერება მოხდა, ამ მონაცემებს პროგრამა არ აღრიცხავს.
ამგვარი სისტემის პირობებში, ვერ ხერხდება იმის ზუსტი დადგენა, ვინ განახორციელა ე.ბ.-ს პერსონალური მონაცემების უკანონო გამჟღავნება. შესაბამისად, არასრულყოფილი დაცვის სისტემის არსებობის გამო ჯარიმის გადახდა დაეკისრა კლინიკას. მასვე დაევალა იმგვარი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომების მიღება, რაც უზრუნველყოფს პროგრამაში განხორციელებული ყველა მოქმედების აღრიცხვას,“ – ამბობს ორგანიზაცია.
საიას თქმით, საკითხის შესწავლისას, ასევე, დადგინდა, რომ ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტის გადამოწმების მიზნით, იმავე ნომრიდან, იმავე დღეს, უცნობი პირი სხვა პაციენტებსაც დაუკავშირდა. აღსანიშნავია, რომ სხვა პაციენტებმაც დაასახელეს ის ექიმი, რომელმაც ე.ბ.-ს კონკრეტული მედიკამენტი გამოუწერა.
„ამგვარი ფაქტები აჩენს ეჭვებს არაეთიკური მარკეტინგის შესახებ, როდესაც მედიკამენტების შემომტანი კომპანიები კონკრეტულ ექიმებთან თანამშრომლობენ პაციენტებისათვის მათ მიერ შემოტანილი მედიკამენტის დანიშვნის მიზნით. კიდევ ერთხელ გვსურს აღვნიშნოთ, რომ ამგვარი ქმედება ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს და დაუშვებელია, პაციენტის პერსონალური მონაცემების უნებართვო გამჟღავნება. საია ამ საკითხებზე მუშაობას მომავალშიც გააგრძელებს,“ – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
წყარო : /www. netgazeti.ge/
წაკითხულია : 388
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0026.09.23
-
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის 200 000 დოზა ხელმისაწვდომი ოქტომბრის მეორე ნახევრიდან იქნება
17:3026.09.23
-
17:0026.09.23
-
16:3026.09.23
-
ლევან დავითაშვილი - ბანკებში სიმშვიდეა - ჩვენი საბანკო სისტემა ძლიერია ისე, როგორც არასდროს
16:0026.09.23
-
მთავრობის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 14 საკითხი განიხილეს
15:3026.09.23
-
„საქართველოსთვის“ შოვზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დაუჭერს
15:0026.09.23
-
14:3026.09.23
-
შალვა პაპუაშვილი რუმინეთის პრემიერ-მინისტრს ხვდება
14:0026.09.23
-
ბენზინგასამართი სადგურის აფეთქება ხანკენდში და ტერაქტის საშიშროება მეწამორის ატომურ ელექტროსადგურზე
13:2026.09.23
-
ბენზინგასამართი სადგურის აფეთქება ხანკენდში და ტერაქტის საშიშროება მეწამორის ატომურ ელექტროსადგურზე
13:0026.09.23
-
12:4026.09.23
-
12:2026.09.23
-
12:0026.09.23
-
11:4026.09.23
-
ილია დარჩიაშვილი ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
11:2026.09.23
-
ყარაბაღიდან სომხეთში 13 500-ზე მეტი ადამიანი შევიდა
11:0026.09.23
-
ილია დარჩიაშვილი ევროკომისარ ილვა იოჰანსონს შეხვდა
10:4026.09.23
-
ჰაი-სომხები გამოიყენეს, მიატოვეს და ურჩევენ „გაჩუმდნენ“
10:2026.09.23
-
ჰაი-სომხები გამოიყენეს, მიატოვეს და ურჩევენ „გაჩუმდნენ“
10:0026.09.23
-
18:0025.09.23
-
აგრარულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილების პროექტს მხარი დაუჭირა
17:3025.09.23
-
17:0025.09.23
-
16:3025.09.23
-
ყარაბაღიდან სომხეთში იძულებით გადაადგილებული პირთა რაოდენობა 3 ათასამდეა
16:0025.09.23
-
15:3025.09.23
-
შალვა პაპუაშვილმა და რუმინეთის სენატის პრეზიდენტმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი
15:0025.09.23
-
14:3025.09.23
-
შალვა პაპუაშვილი რუმინეთის დეპუტატთა პალატის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
14:0025.09.23
-
13:4025.09.23
-
13:2025.09.23
-
ერევანში დაუმორჩილებლობის აქციებზე 100-ზე მეტი მონაწილე დააკავეს
13:0025.09.23
-
შალვა პაპუაშვილი რუმინეთის სენატის პრეზიდენტს შეხვდა
12:4025.09.23
-
12:2025.09.23
-
ილია დარჩიაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა
12:0025.09.23
-
ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა გაათავისუფლეს
11:4025.09.23