ეკონომიკა
26.04.24 10:45
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელმა საქართველოში რაიმუნდ იელემ ახალი პროექტის „ინკლუზიური სოფლის განვითარება და მდგრადი სოფლის მეურნეობა” შეთანხმების დოკუმენტს მოაწერეს ხელი.
ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათი ცნობით, სოფლის მეურნეობის სექტორში კონკურენტუნარიანობის გაზრდის ხელშეწყობის, სურსათის წარმოების გაძლიერების, ახალი ტექნოლოგიების დანერგვის, ფერმერების ცოდნის ამაღლების, ამავდროულად, სოფლად სიღარიბის შემსუბუქების, დარგში გენდერული და სოციალური ბალანსის მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელმა საქართველოში რაიმუნდ იელემ ახალი პროექტის „ინკლუზიური სოფლის განვითარება და მდგრადი სოფლის მეურნეობა” შეთანხმების დოკუმენტს მოაწერეს ხელი.
„გულწრფელი მადლობა მინდა გადავუხადო FAO-ს და ავსტრიის მთავრობას, კერძოდ, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობას (ADC) წლების განმავლობაში გაწეული მხარდაჭერისა და პარტნიორული თანამშრომლობისთვის. ჩვენ, ერთობლივი ძალისხმევით, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. მოგეხსენებათ, საქართველო ევროკავშირთან თანამშრომლობის ახალ ეტაპზეა და ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამ პროცესში FAO-სა და პარტნიორი ორგანიზაციების ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. როგორც იცით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, შესასრულებელი გვაქვს რიგი რეკომენდაციები, რომელთა ეფექტიანად და დროულად შესრულება ჩვენ დღის წესრიგს და პრიორიტეტს წარმოადგენს. ვფიქრობ, კოორდინირებული მუშაობით ახალი პროექტი სოფლის მეურნეობის დარგის გაძლიერებასა და რეკომენდაციების ეფექტიან შესრულებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
მათივე ინფორმაციით, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელმა საქართველოში რაიმუნდ იელემ მადლობა გადაუხადა მინისტრს და აღნიშნა, რომ ახალი პროექტის ხელმოწერა ქვეყნის მხარდაჭერის და სამომავლო თანამშრომლობის დასტურს წარმოადგენს.
როგორც რაიმუნდ იელემ აღნიშნა, FAO მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესს. მისი განცხადებით, ახალი პროექტის ხელმოწერით ქვეყნის სოფლის მეურნეობის დარგში განვითარების ახალი ეტაპი იწყება.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ბიუჯეტი 4 მილიონი აშშ დოლარია და, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების ტექნიკური მხარდაჭერით, ოთხი წლის განმავლობაში გაგრძელდება.
პროექტის სამიზნე ჯგუფებს ორი საპილოტე მუნიციპალიტეტიდან, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, FAO-სთან, ADC-სთან და დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების გზით პროექტის საწყის ეტაპზე შეირჩევა - ფერმერები, ფერმერთა ასოციაციები/კოოპერატივები, სოფლად მცხოვრები შინამეურნეობები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, კერძო სექტორის წარმომადგენლები და საოჯახო ფერმების მფლობელები წარმოადგენენ.
პროექტი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება. პროექტის მჭიდრო პარტნიორია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.
ipn.ge
წაკითხულია : 307
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
17:2006.05.24
-
16:4306.05.24
-
ირაკლი ჩიქოვანმა დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო
16:1206.05.24
-
15:4106.05.24
-
15:0006.05.24
-
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
14:3406.05.24
-
სალომე ზურაბიშვილი - ვიღაცები მეგობრებსა და მტრის შორის რაღაც უღირს ტოლობის ნიშანს სვამენ
13:3306.05.24
-
12:1506.05.24
-
ბრაზილიაში ძლიერი წვიმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 78-მდე გაიზარდა
11:3106.05.24
-
მართლმადიდებელი სამყარო გიორგობას აღნიშნავს
10:0006.05.24
-
ორი იმპერიის ბრძოლა საქართველოსთვის - ვითარება უფრო და უფრო მწვავდება
20:4004.05.24
-
12:0603.05.24
-
18:0002.05.24
-
17:2802.05.24
-
17:0002.05.24
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ტერეზა ჩერვინსკას შეხვდა
16:3602.05.24
-
ნათია თურნავამ ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
16:0402.05.24
-
15:4002.05.24
-
15:1702.05.24
-
საქსტატი - აპრილში ყველაზე მეტად 12.6 პროცენტით გაიაფდა ზეთი, ხილი კი 37.9 პროცენტით გაძვირდა
14:4502.05.24
-
14:1902.05.24
-
თეა წულუკიანმა აზერბაიჯანში, კულტურათაშორისი დიალოგის VI მსოფლიო ფორუმში მიიღო მანაწილეობა
13:5002.05.24
-
13:1802.05.24
-
12:4202.05.24
-
საქართველოს პარლამენტი - დღეს ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება
12:0902.05.24
-
11:4002.05.24
-
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები აშშ-ის კონგრესმენებს შეხვდნენ
11:1602.05.24
-
ოთარ შამუგია: ფერმერების მხარდასაჭერად 15-ზე მეტ პროექტს ვახორციელებთ
10:3502.05.24
-
სტამბოლში გამართულ აქციაზე პოლიციამ 217 დემონსტრანტი დააკავა
10:1102.05.24
-
ეჩმიაძინი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის წინააღმდეგ? მერამდენედ...
18:5501.05.24
-
თორნიკე რიჟვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს იესპერ მოლერს შეხვდა
18:0001.05.24
-
ირაკლი კობახიძე ხერტ იან კოოპმანს შეხვდა
17:4301.05.24
-
იაგო ხვიჩია - აქციაზე პოლიციელები რომ არ ყოფილიყვნენ, არაფერი მოხდებოდა
17:2501.05.24
-
17:0501.05.24
-
16:4501.05.24
-
არჩილ თალაკვაძე - პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი გეგმის ნაწილია სიტუაციის გაუარესება
16:1401.05.24