31.10.16 19:50
„აფხაზეთი არის სომხების მიწა, 215, 972 სომეხი ცხოვრობს აფხაზეთში, ჩვენ ვიბრძოდით ამ მიწის თავისუფლებისათვის და საბოლოოდ, ჩვენ შევძელით მისი განთავისუფლება, დღეს აფხაზეთი არის თავისუფალი და ჩვენ ვიმსახურებთ ამ მიწას; 1992-1993 წლებში სომხები შეუერთდნენ ბაგრამიანის ბატალიონს და რუს ძმებთან ერთად იბრძოდნენ ქართველების წინააღმდეგ, ჩვენ ეს ომი მოვიგეთ“- ეს არის ფრაზები, რაც ინგლისურ ენოვანი ტიტრებითაა გადმოცემული აღნიშნულ კლიპში.
გამოქვეყნდა აგრეთვე გაზ. „ახალ თაობაში (2015, N 288, 8 დეკემბერი) შორენა მარსაგინაშვილის სტატია „სომხებმა აფხაზეთზე პრეტენზია გამოაცხადეს.“
„ახალი თაობა“ უკვე წერდა, რომ აფხაზეთში სომხებსა და აფხაზებს შორის ვითარება უკიდურესად დაიძაბა. ორგანიზაცია აიდგილარას ერთ-ერთმა წევრმა აიდამირ ხიშბამ საგანგებო განცხადებაც კი გაავრცელა, სადაც ის ამბობს, სომხები აფხაზეთზე მალე პრეტენზიას გამოაცხადებენო.
ისე აგიხდათ ყველაფერი კარგი, როგორც ხიშბას ეს წინასწარმეტყველება აუხდა. იუთუბზე გავრცელდა ვიდეოკლიპი, სადაც ნათქვამის, რომ სომხეთს აფხაზეთზე კანონიერი უფლებები გააჩნია.
ვიდეომასალის პირველ კადრად გამოტანილ აფხაზეთის რუკას „სომხეთის რესპუბლიკა“ აწერია.
„აფხაზეთი არის სომხების მიწა: 215, 972 სომეხი ცხოვრობს აფხაზეთში; ჩვენ ყოველთვის ყველაზე მრავალრიცხოვანი ერი ვიყავით აფხაზეთში; 1992-93 წლებში სომხები ვიბრძოდით ამ მიწის თავისუფლებისთვის და საბოლოოდ, ჩვენ შევძელით მისი გათავისუფლება; დღეს აფხაზეთი არის თავისუფალი და ჩვენ ვიმსახურებთ ამ მიწას; 1992-93 წლებში სომხები შეუერთდნენ ბაგრამიანის ბატალიონს და რუს ძმებთან ერთად იბრძოდნენ ქართველების წინააღმდეგ, ჩვენ ეს ომი მოვიგეთ,- ესაა ფრაზები, რაც ინგლისურენოვანი ტიტრებითაა გადმოცემული აღნიშნულ კლიპში. რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ მიმართვაში ხიშბა ჩიოდა, რომ აფხაზების მხარეს მხოლოდ იმიტომ იბრძოლეს, რომ ზღვაზე გასასვლელი სურდათ.
ხიშბა იმასაც იხსენებდა, რომ 1992-93 წლების ომის დროს სომხები სასტიკად უსწორდებოდნენ ქართველებს და არ ინდობდნენ ქართველებს, ბავშვებს, მოხუცებს.
ხიშბა ჩიოდა, მაშინ ისე ვიყავით გამარჯვების სურვილით დაბრმავებული, რომ ამისათვის ყურადღება არ მიგვიქცევიაო.
აფხაზებს მაშინ კიდევ ბევრი რამე გამორჩათ, სოხუმის აღების დღეს ბაგრამიანის სახელობის მებრძოლები ჰაერში ისროდნენ და ყვიროდნენ, ეს ჩვენი პატარა სომხეთიაო.
ომის დასრულების შემდეგ აფხაზეთიდან ბევრი აფხაზი წავიდა, საინტერესო ისაა, რომ მათ თბილისს შეაფარეს თავი.
აფხაზეთში კი ნელ-ნელა მოიკიდეს ფეხი სომხებმა და ახლა ისინი რაოდენობრივად ბევრად აღემატებიან აფხაზებს. ბევრი სომეხი იქ კრასნოდარის მხარიდან გადასახლდა და ისინი იქ არალეგალურად ცხოვრობდნენ.
ამ პრობლემის მოგვარების მცდელობა აფხაზებს ჯერ კიდევ ვლადისლავ არძინბას პრეზიდენტობის დროს ჰქონდათ. სომხების მიმართ ყველაზე აგრესიულად დღევანდელი პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა გამოირჩეოდა.
2004 წლის ადრიან გაზაფხულზე, როცა მას ჯერ კიდევ უშიშროების მინისტრის პოსტი ეკავა, ხაჯიმბამ განკარგულება გამოსცა, რომლის მიხედვითაც გაგრის ზონიდან რამდენიმე ასეული სომხური ოჯახი გაასახლეს.
ამით ხაჯიმბამ ეთნიკური აფხაზების გულები კი მოიგო, მაგრამ გაცილებით მრავალრიცხოვანი სომხები გადაიკიდა. ეს არჩევნების შედეგებზეც აისახა და პრეზიდენტის პოსტს მისი კონკურენტი ბაღაფში დაეპატრონა. ხაჯიმბა კი, რუსეთის მოთხოვნით , ვიცე-პრეზიდენტი გახდა.
2007 წლის თებერვალში მან ოფიციალურად მოითხოვა სომხებისგან აფხაზეთის გაწმენდა.
იმავე პერიოდში სოხუმის ქუჩებში გაჩნდა პროკლამაციები, სადაც აფხაზი ჯიგიტები ხალხს „გაბლატავებული სომხების“ წინააღმდეგ ხმის ამოღებისკენ მოუწოდებდნენ.
სერგეი ბაღაფშმა ეს დაპირისპირება როგორღაც ჩააქრო. მერე აგვისტოს ომი იყო და სომხებთან დაპირისპირებამ აქტუალობა დაკარგა. ცოტა ხნის წინ ეს საკითხი კვლავ მტკივნეული გახდა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ აფხაზეთის ლიდერი ახლა ხაჯიმბაა, საინტერესო ამბებს უნდა ველოდოთ.
იუთუბიზე გამოქვეყნებულ ვიდეორგოლზე აფხაზეთის ხელისუფლებას ჯერ არანაირი განცხადება არ გაუვრცელებია. სამაგიეროდ, რიგით აფხაზებს ქონდათ სოციალურ ქსელებში ატეხილი გმობაი საკვირველი“.
ამავე გაზეთში წინა ნომერში („ახალი თაობა“ 2015 წელი N 284, 3 დეკემბერი) გამოქვეყნდა ამავე ჟურნალისტის შორენა მარსაგიშვილის სტატია- „აიდილარა: „სომხები ცდილობენ, აფხაზეთს დაეპატრონონ“: სამწუხაროდ, ჩვენში ქართველებზე გამარჯვების სურვილი იმდენად დიდი იყო, რომ ისინი არ შევაჩერეთ,- წერს აიდამირ ხიშბა.
ხიშბას თქმით, ომის დამთავრების შემდეგ, მათ კარგა ხანს ეგონათ, რომ აფხაზეთში მცხოვრები სომხები მათთან ერთად ააშენებდნენ დამოუკიდებელ ქვეყანას. ძალიან მალე გამოჩნდა, რა მიზნები ამოძრავებდათ მათ. რესპუბლიკის ახალგაზრდობა სამსახურის საშოვნელად სხვადასხვა ქვეყნებში მიდის. სამშობლოში მხოლოდ მათი ნაწილი ბრუნდება, ისიც დროებით. ამ დროს აფხაზეთში ყველაფერს სომხები ეპატრონებიან. ყველა ეკონომიკური რგოლი მათ ხელში გადავიდა. სოფლის მეურნეობას, გზების მშენებლობას და სახელმწიფო კამპანიებსაც კი ისინი აკონტროლებენ, -აღნიშნავს აღშფოთებული ხიშბა.
აფხაზეთის პარლამენტში მყოფი სომეხი დეპუტატები აქტიურად ერევიან ქვეყნის შიდა საქმეებში. ისინი საქართველოს გავლით სარკინიგზო მიმოსვლასაც კი ითხოვენ,-ამბობს ხიშბა.
მისი თქმით, აფხაზეთი არ არის მზად სარკინიგზო მიმოსვლის აღსადგენად, როგორც აიდგილარას წევრი ამბობს, ამ იდეით იმ ქვეყნების წარმომადგენლები გამოდიან, რომლებსაც ეს რკინიგზა თავისთვის სჭირდებათ და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას არ აპირებენ.
აიდამირ ხიშბას აფხაზეთში მცხოვრები სომხების სიჩუმე სახიფათოდ მიაჩნია.
ახლა ისინი ჩუმად არიან, მაგრამ ხელსაყრელ მომენტს ელოდებიან, რომ ქვეყნის პოლიტიკური სადავეები ხელში ჩაიგდონ. აფხაზეთში გაცილებით მეტი სომეხი ცხოვრობს, ვიდრე აფხაზი. აფხაზეთი ნელ-ნელა მათი ხდება, - აცხადებს შეშფოთებული ხიშბა.
მისივე ინფორმაციით, დღეს აფხაზეთში 100.00-ზე მეტი სომეხი ცხოვრობს და მათი რაოდენობა სულ უფრო იზრდება.
ის აიდგილარას სახელით აფხაზეთის მოსახლეობას გამოფხიზლებისკენ მოუწოდებს.
ჩვენი ვალია, გაგაფრთხილოთ, რა ელოდება აფხაზეთს სომხებისგან. მათთვის მთავარი ამოცანა იყო ის, რომ შავ ზღვაზე გასასვლელი ჰქონდათ. სომხური ფაქტორი აფხაზეთისთვის უკვე სახიფათო გახდა.
ერთხელ მაინც დაფიქრდით, რისთვის ვიბრძოდით, რომ აფხაზეთში აფხაზურზე მეტი სომხური სკოლა ყოფილიყო? რომელ დამოუკიდებლობაზეა საუბარი! დროა, გამოვფხიზლდეთ და დავიწყოთ მართლაც დამოუკიდებელი და მონოეთნიკური ქვეყნის მშენებლობა,- მიმართავს აფხაზებს ხიშბა.
აფხაზებსა და სომხებს შორის აქ ვითარება არაერთხელ გამწვავებულა, მაგრამ ახლა ეტყობა სერიოზულად არის საქმე.
აიდილარამ 1988 წელს ანტიქართული კამპანია დაიწყო და წარმატებას მიაღწია, ვნახოთ, სომხებს თუ გაუვათ.“
წაკითხულია : 82
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
12:0603.05.24
-
18:0002.05.24
-
17:2802.05.24
-
17:0002.05.24
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ტერეზა ჩერვინსკას შეხვდა
16:3602.05.24
-
ნათია თურნავამ ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
16:0402.05.24
-
15:4002.05.24
-
15:1702.05.24
-
საქსტატი - აპრილში ყველაზე მეტად 12.6 პროცენტით გაიაფდა ზეთი, ხილი კი 37.9 პროცენტით გაძვირდა
14:4502.05.24
-
14:1902.05.24
-
თეა წულუკიანმა აზერბაიჯანში, კულტურათაშორისი დიალოგის VI მსოფლიო ფორუმში მიიღო მანაწილეობა
13:5002.05.24
-
13:1802.05.24
-
12:4202.05.24
-
საქართველოს პარლამენტი - დღეს ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება
12:0902.05.24
-
11:4002.05.24
-
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები აშშ-ის კონგრესმენებს შეხვდნენ
11:1602.05.24
-
ოთარ შამუგია: ფერმერების მხარდასაჭერად 15-ზე მეტ პროექტს ვახორციელებთ
10:3502.05.24
-
სტამბოლში გამართულ აქციაზე პოლიციამ 217 დემონსტრანტი დააკავა
10:1102.05.24
-
ეჩმიაძინი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის წინააღმდეგ? მერამდენედ...
18:5501.05.24
-
თორნიკე რიჟვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს იესპერ მოლერს შეხვდა
18:0001.05.24
-
ირაკლი კობახიძე ხერტ იან კოოპმანს შეხვდა
17:4301.05.24
-
იაგო ხვიჩია - აქციაზე პოლიციელები რომ არ ყოფილიყვნენ, არაფერი მოხდებოდა
17:2501.05.24
-
17:0501.05.24
-
16:4501.05.24
-
არჩილ თალაკვაძე - პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი გეგმის ნაწილია სიტუაციის გაუარესება
16:1401.05.24
-
გიორგი ჩაკვეტაძე - არ დავუშვებთ, რომ ქვეყანაში მოხდეს არეულობა, არ დავუშვებთ, პროვოკაციები მოაწყონ
15:4201.05.24
-
15:2101.05.24
-
კახა კალაძე ოპოზიციას - მოდის არჩევნები, მოიგეთ და შეცვალეთ ეს კანონი, თუ არ მოგწონთ, რა პრობლემაა
15:0001.05.24
-
14:3901.05.24
-
5 და 6 მაისს დედაქალაქში მეტრო და ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმოძრავებენ
14:0901.05.24
-
13:4101.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას - ევროპა არის კანონმორჩილება, დაემორჩილეთ კანონს!
13:2601.05.24
-
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
13:0001.05.24
-
პარლამენტის პლენარულ სხდომა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე განახლდა
12:3501.05.24
-
გერმანიის ელჩი - ძალადობა უნდა შეწყდეს, ეს გამოსავალი არასდროს არის
12:1201.05.24
-
კახა კალაძე - ყოველთვის დავდგებით მოწოდების სიმაღლეზე
11:5001.05.24