სომხეთის მიერ მიტაცებული ჰუჯაბის ქართული მონასტერი სწრაფად ინგრევა

20.07.23 22:55


ქართული ხუროთმოძღვრების უნიკალური ძეგლის - ჰუჯაბის მონასტრის სევდიანი ისტორიის შესახებ "კავკაზ პლუსს" არაერთხელ დაუწერია. ეს მონასტერი უკანონოდ „მიითვისა“ სომხეთმა, რომელმაც თვითნებურად ცალმხრივად „გადაიტანა“ საზღვარი ჰუჯაბის ჩრდილოეთით.

 

შედეგად, ჰუჯაბის მონასტრის მთავარი ტაძარი, რომლის ტერიტორიაც სსრკ-ს წლებში უდავოდ საქართველოს სსრ-ს ეკუთვნოდა, სომხეთმა მიითვისა. სომხეთი მიზანმიმართულად აფერხებს საქართველო-სომხეთის საზღვრის დელიმიტაციას და დემარკაციას საზღვრის ამ მონაკვეთზე, რათა შეინარჩუნოს უკანონო „მიტაცებები“, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში განხორციელდა საქართველოს ტერიტორიის მცოცავი ანექსიით.

 

  ქართული მხარის ყველა მცდელობა, როგორმე სალოცავში შესულიყვნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის რესტავრატორები თუ მღვდელმთავრები, წარუმატებელი აღმოჩნდა. ინციდენტიც კი მოხდა, როდესაც ტაძრისკენ მიმავალი ქართველი ჟურნალისტების ჯგუფს სომეხი მესაზღვრეები სროლით შეხვდნენ. ამასობაში უნიკალური ტაძარი სწრაფად ინგრევა. და ამას თავად სომხეთის მოქალაქეებიც ადასტურებენ, რომლებიც იმ ადგილებს სტუმრობენ.

 

ცოტა ხნის წინ ფეისბუქის მომხმარებელმა, მეტსახელად Սիրուն Հայաստանս („Sirun Hayastans“ ან „ძვირფასო სომხეთი“) ჰუჯაბის ფოტოები გამოაქვეყნა. ისინი აჩვენებენ, თუ როგორ არის გადაფარული ტაძრის სახურავი და გუმბათი ფაქტიურად ხეებით. ხის ფესვები ქვებს შორის აღწევს და ანადგურებს სტრუქტურას. ცოტაც და შეუძლებელი იქნება ტაძრის გადარჩენა. ჩანს, როგორ ცვივა გუმბათიდან ქვის ჩუქურთმები, ჯერჯერობით სასწაულებრივად შემორჩ უნიკალური ბარელიეფები, ტყე ფაქტიურად „შთანთქავს“ ტაძარს.

 

გთვაზობთ ჰუჯაბის ამჟამინდელ ფოტოებს.

 

 

 

 

 

"და ბოლოს ბუნება მოერევა... ჰუჯაბის მონასტერს", - წერს კომენტარს სირუნ ჰაიასტანც თავისი ფოტოების ქვეშ.

 

ვაი, რომ "ბუნება" კი არ იმარჯვებს, არამედ სომხური ნაციონალისტური ბარბაროსობა. სომხეთს არ ეყო, რომ სხვისი სალოცავი მიითვისა, მიზანმიმართულად ანგრევს, არც თავად აღადგენს მას და არც ქართველებს აძლევს ამის საშუალებას.

 

აუცილებელია დაუყონებლივ დადგეს საკითხი ჰუჯაბის მონასტრის კანონიერი მფლობელისთვის - საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისთვის დაბრუნების შესახებ!

 

 

გიორგი კვინიტაძე

წაკითხულია : 325


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები