მსოფლიო

გაერო-ში აშშ-ს ელჩი აცხადებს, რომ ღაზაში საბრძოლო მოქმედებების შეჩერების შესახებ რეზოლუცია კენჭისყრისთვის მზად არის

22.12.23 10:00


რამდენიმე შეფერხების შემდეგ, ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებების შეჩერების შესახებ რეზოლუცია მზად არის კენჭისყრისთვის, – ამის შესახებ გაერო-ში აშშ-ის ელჩმა, ლინდა თომას-გრინფილდმა განაცხადა.

 

„აშშ მზად არის, გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას კენჭი უყაროს. ჩვენ ვიმუშავეთ გასული კვირის განმავლობაში საამიროებთან, ეგვიპტესთან და სხვებთან ერთად, რათა მიგვეღო რეზოლუცია, რომლის მხარდაჭერაც შეგვიძლია. ახლა გვაქვს ეს რეზოლუცია და მზად ვართ კენჭისყრისთვის“, – განუცხადა თომას-გრინფილდმა ჟურნალისტებს.

 

რეზოლუციისთვის კენჭისყრა სავარაუდოდ, დღეს გაიმართება.

 

„რეზოლუცია თუ წარდგენილი იქნება ისე, როგორც არის, ჩვენ შეგვიძლია, მხარი დავუჭიროთ. რეზოლუცია მხარს დაუჭერს პრიორიტეტს, რაც ეგვიპტეს აქვს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ჩვენ ადგილზე დავაყენოთ მექანიზმი, რომელიც ხელს შეუწყობს ჰუმანიტარულ დახმარებას“, – აღნიშნა თომას-გრინფილდმა.

 

1tv.ge

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები