მსოფლიო

უკრაინის შს მინისტრი აცხადებს, რომ დღეს დილით რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმების შედეგად სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 75 დაშავდა

29.12.23 15:35


უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი იგორ კლიმენკო აცხადებს, რომ დღეს დილით რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმების შედეგად სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 75 დაშავდა.

 

მისი თქმით, რუსებმა ცეცხლი გაუხსნეს კიევის რამდენიმე ოლქს, სადაც დაზიანდა ინფრასტრუქტურა, მანქანები და საწყობები, ხოლო ორი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა. თავდასხმა იყო ასევე ლვოვშიც, სადაც საცხოვრებელი სახლი დაზიანდა, ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ცხრა დაშავდა.

 

დნიპროში იერიში მიიტანეს სავაჭრო ცენტრზე, სადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 15 დაშავდა. დაზიანდა სამშობიარო კლინიკა, ხოლო ოდესაში განხორციელებული იერიშის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, რისი ნანგრევების ქვეშაც ვარაუდობენ, რომ ხალხია მოყოლილი. ოდესაში კიდევ ორი შენობა დაზიანდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 17-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსიდან 23 ადამიანი გამოიყვანა. სულ დაიღუპა ორი და დაშავდა 15 ადამიანი.

 

კლიმენკოს თქმით, რუსეთმა ხარკოვის რეგიონის დაბომბვა გამთენიისას დაიწყო. დაიღუპა ერთი, დაშავდა ცხრა ადამიანი, ადგილზე მობილიზებულია სამედიცინო პერსონალი. ასევე თავდასხმა განხორციელდა ზაპოროჟიეში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე. დაიღუპა ერთი და დაშავდა 10 ადამიანი.

 

 

1tv.ge

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები