მსოფლიო

ვლადიმერ პუტინი უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან კონტრაქტს გააფორმებენ, ქვეყნის მოქალაქეობას მიანიჭებს

04.01.24 16:46


რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან კონტრაქტს გააფორმებენ, რუსეთის მოქალაქეობას მიანიჭებს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

 

რუსეთის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი განკარგულების მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომის დროს რუსეთის შეიარაღებულ ძალებს შეუერთდებიან, რუსეთის მოქალაქეობის მიღებას შეძლებენ. რუსეთის მოქალაქეობის მიღების უფლება მათი ოჯახის წევრებსაც ექნებათ.

 

მოქალაქეობის მიღების მიზნით რუსეთის თავდაცვის დეპარტამენტთან ხელშეკრულება მინიმუმ ერთი წლის ვადით უნდა გაფორმდეს.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები