მსოფლიო

რუსეთის არმიამ უკრაინას ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში 51 რაკეტითა და 8 დრონით შეუტია

08.01.24 18:06


რუსეთის არმიამ უკრაინას ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში 51 რაკეტითა და 8 დრონით შეუტია. შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უკრაინის თავდაცვითი სისტემებით თავდასხმა ნაწილობრივ მოიგერიეს.

 

ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქებზე იერიში ფრთოსანი, ბალისტიკური და მართვადი რაკეტებით მიიტანეს, სამიზნე 4 ოლქის სამოქალაქო და საწარმო ინფრასტრუქტურა იყო.

 

ოფიციალური კიევის ინფორმაციით, ამ მომენტისთვის დაღუპულია 3 ადამიანი და დაჭრილია 30.

 

 

imedinews.ge

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები