მსოფლიო

ვლადიმერ პუტინი - თითქოს, ყველა მხრიდან გვახრჩობენ, მაგრამ მთლიანობაში რუსეთის ეკონომიკა ევროპაში პირველი და მსოფლიოში მეხუთე გახდა

11.01.24 13:10


რუსეთის ეკონომიკა მსყიდველობითი უნარის პარიტეტის თვალსაზრისით ევროპაში პირველი და მსოფლიოში მეხუთე გახდა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მეწარმეებთან შეხვედრაზე განაცხადა.

 

„თითქოს, ყველა მხრიდან გვახრჩობენ და გვანადგურებენ, მაგრამ მთლიანობაში ეკონომიკის მოცულობით ევროპაში პირველები გავხდით. ჩვენ გავუსწარით გერმანიას და მსოფლიოში მეხუთე ადგილი დავიკავეთ. ჩინეთი, აშშ, ინდოეთი, იაპონია, რუსეთი - ევროპაში ნომერ პირველი ვართ", - განაცხადა პუტინმა.

 

მისი თქმით, რუსეთი მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მხრივ, მთელ ევროპას უსწრებს, მაგრამ ჯერ კიდევ არის სამუშაო.

 

„ერთ სულ მოსახლეზე ჯერ კიდევ მეტი უნდა შევეცადოთ, ამიტომ ჯერ კიდევ არის რაღაც, რაზედაც უნდა ვიმუშაოთ“, - აღნიშნა პუტინმა.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები