მსოფლიო

ერდოღანი: აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს სურთ, წითელი ზღვა სისხლის ზღვად აქციონ

12.01.24 16:30


თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს სურთ, წითელი ზღვა სისხლის ზღვად აქციონ. Hurriyet-ის ცნობით, ასე გამოეხმაურა თურქეთის პრეზიდენტი წითელ ზღვაში ჰუსიტებზე ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის მიერ მიტანილ ერთობლივ იერიშს.

 

როგორც ჟურნალისტებთან საუბარში ერდოღანმა აღნიშნა, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ქმედებები „ძალის არაპრორპორციული გამოყენების“ მაგალითს წარმოადგენს. გარდა ამისა, მან გაავლო პარალელი წითელ ზღვაში აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ქმედებებსა და ღაზის სექტორში ისრაელის ქმედებებს შორის.

 

გაეროს უშიშროების საბჭომ 11 იანვარს მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ჰუსიტებს წითელ ზღვაში სავაჭრო ხომალდებზე თავდასხმების შეჩერებისკენ მოუწოდა. 12 იანვარს აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა საჰაერო დარტყმები განახორციელეს იემენში ჰუსიტების სამიზნეებზე.

 

 

imedinews.ge

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები